Page 22
P. 22





ფიზიტმა არქიეპისკოპოსმა პეტ-
რე თანამდებობიდან არ ან ვერ
გადააყენა [34].
მეცნიერთა შორის დიდხანს
კამათის საგანი იყო დიონისე
არეოპაგელის სახელით შექმნილი
ფილოსოფიური კორპუსის („არე-
ო პაგიტიკა“) ავტორობის სა კი-
თხი. ეს ნაშრომი V საუკუნეში
შეიქმნა და მას საუკუნეების
განმავლობაში მრავალ ენაზე
თარგმნიდნენ. ნაშრომი უაღრე-

სად მნიშვნელოვან თეო ლო-
გიურ-ფილოსოფიურ ძეგლს
წარ მოადგენს და სხვა მრა-
პეტრე იბერი, V ს.
ვალ თან ერთად, ისევ და ისევ
ქრისტიანული რელიგიისა და
ანტიკური ფილოსოფიის ურთიერთმიმართების საკითხებს
ეხება. ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძისა და ბელგიე-
ლი ერნსტ ჰონიგმანის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
იქნა დადგენილი, რომ „არეოპაგიტიკის“ ავტორად პეტრე იბერი
უნდა მივიჩნიოთ. პეტრეს ცხოვრება არაერთმა ავტორმა აღწერა
და ის საბოლოოდ წმიდანად იქნა შერაცხული [51].
წმიდა მიწაზე უძლიერესი ქართული სამწიგნობრო
კერები 20-ზე მეტ მონასტერში იყო შექმნილი, ასევე -
ანტიოქიაში, შავი მთის რამდენიმე ცენტრში, სინას მთაზე. ამ
ეკლესია-მონასტრებიდან ზოგიერთი მათგანი ქართველების
მიერ იყო აგებული, ზოგიერთში კი ქართველები მხოლოდ
აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ [44].

22
   17   18   19   20   21   22   23   24   25   26   27