Page 42
P. 42
კლებულობს, არამედ იზრდება. სულხან–საბა ორბელიანმა
იმოგზაურა ევროპაში, ესტუმრა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო
XIV-ს, ორჯერ ჰქონდა აუდიენცია რომის პაპთან, კლიმენტისთან
და მისი მცდელობა ყველგან გაჯერებული იყო სურვილით,
რათა საქართველო უშუალოდ დაკავშირებოდა ევროპას –
მისთვის ორგანულ სამყაროს [31, 53]. სულხან–საბა ორბელიანი
საქართველოს მეფის ვახტანგ VI-ის აღმზრდელი და ერთგული
თანამებრძოლი იყო, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართულ
კულტურასა და მეცნიერებას.
ვახტანგ ბაგრატიონის
კალამს ეკუთვნის შრომები ქი-
მიაში, მედიცინაში, ვეტერი-
ნარიაში, მოსაზრებები ფიზი-
კასა და ასტრონომიაში.
ვახ ტანგმა შეკრიბა ქართველ
მეც ნიერთა საბჭო და დაა-
ვალა საუკუნეებისგან და ზია-
ნე ბული ქართული ხელნა-
წე რების, განსაკუთრებით კი
საქართველოს ისტორიის უპირ-
ველესი წყაროს – „ქართლის
ცხოვ რების“ – აღდგენა და
ვახტანგ VI გადაწერა, რედაქტირება [14].
ქართველები საზღვარ გა-
რეთაც წარმატებით მოღვაწეო-
ბენ. ასე, მაგალითად, ანთიმოზ ივერიელი (1650/60-1716 წწ.),
რომელიც ვლახეთის მიტროპოლიტი იყო, თანამედროვე
რუმინული მწიგნობრობის ფუძემდებელი გახდა: მან მისთვის
მშობლიურად ქცეულ რუმინულ ენაზე თარგმნა ქრისტიანული
42