Page 48
P. 48
ეპილოგის მაგიერ
თუ მოკლედ შევაჯამებთ წარმოდგენილ მასალას,
ნათელი გახდება, რომ ქართული სამეცნიერო აზრის საწყისი
ათასწლეულების წინ იღებს დასაბამს და მისი ჩამოყალიბება
ქრისტიანული ეკლესიის წიაღში ხდება. წინსვლაც მისივე
ფრთებქვეშ გახდა შესაძლებელი. ქართულმა ეკლესიამ სამეფო
ოჯახთან, არისტოკრატიასთან და ხალხთან ერთად განაპირობა
ქვეყნის სწორი ორიენტაციით განვითარება და უნიკალური
ქართული მეცნიერებისა და კულტურის ჩამოყალიბება. საერთო
პროგრესის ეს უდაო ფაქტორი XV საუკუნიდან მოყოლებული,
როცა ბიზანტიის ქრისტიანული იმპერია არსებობას წყვეტს,
ერთ იპოსტასად ქცეულ, რწმენისა და ერის გადარჩენის კიდევ
ერთ, უმძიმეს მისიას იტვირთებს. ქრისტიანობის/ერის დაცვის
უნივერსალური იდეა მრავალი დამანგრეველი ომის საბაბი
გახდება. ამ ომებში ქართველი კაცი მტკიცდებოდა სულიერად,
მაგრამ მცირდებოდა რაოდენობრივად.
ასეთ დროს, რასაკვირველია, ძალზე ძნელია რაიმე
საკაცობრიო მნიშვნელობის სამეცნიერო-საგანმანათლებლო
მიღწევებზე ისაუბრო. ქართველი ხალხი ცდილობდა არ
ჩამორჩენოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დაარც
თავისი, ათეულ საუკუნეებს გამოტარებული და გენეტიკურ
მეხსიერებაში შემონახული მეცნიერული აზრი დაეკარგა. ეს მან
შეძლო.
ცხადია, ამ მცირე ნარკვევში მოყვანილი მონაცემებით
არ ამოიწურება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების
განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის დახასიათება.
48