Page 4
P. 4
არქეოლოგებმა საქართველოს უძველესი დასახლებების
ადგილას ჩატარებული გათხრებისას, მეღვინეობასთან დაკავ-
შირებულ სხვადასხვა არტეფაქტთან ერთად არაერთხელ იპო-
ვეს ყურძნის წიპწაც. მათი მორფოლოგიური, ამპელომეტრული
და გენეტიკური შესწავლით დადგინდა, რომ საქმე გვაქვს
მოშინაურებული ყურძნის ნაირსახეობასთან, რაც ჩვ. წ-მდე
5000-7000 წლებით თარიღდება და უძველესია არა მარტო
საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მეცნიერები
ფიქრობენ, რომ მსოფლიოს უპირველეს ცივილიზაციათა
(შუამდინარეთი, ეგვიპტე, ხეთები და შემდგომ – ევროპული
ცივილიზაცია) კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში
ღვინის კულტურა სწორედ საქართველოდან მკვიდრდება.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენელი უძველესი
ბიოარქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ გვიან ქვისა და
ნეოლითურ ხანაში მტკვრისა და არაქსის ხეობებში, სამხრეთ და
ცენტრალურ საქართველოში უკვე არსებობდა ვაზის მოშენებისა
და მეღვინეობის კარგად განვითარებული კულტურა.
ყურძნის წიპწები აღმოჩენილია სხვა რეგიონებშიც:
ირანში, თურქეთში, სირიაში, ლიბანსა და იორდანიაში. თუმცა,
საქართველოში მოპოვებული მასალების ასაკი და სახეობათა
სრულყოფილება მოწმობს, რომ აქ ვაზის მოშენება და ღვინის
დამზადება ქრ.შ.–ბამდე 7000 წლის წინ ან უფრო ადრე უნდა
ყოფილიყო განვითარებული.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრთველოში არქეო-
ლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია მარნები მიწაში ჩაფ-
ლული ქვევრებით. სწორედ ამ ქვევრებში, სპეციალური ტექ-
ნოლოგიით დაყენებულმა ღვინომ მიიქცია დღეს მსოფ ლიო ში
სპეციალისტთა და ბიზნესმენთა ყურადღება. ღვინის დაყე ნების
ეს უნიკალური ქართული ტექნოლოგია არამატერიალური
4