გავარდაშვილი გივი
აკადემიკოსი
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ჰიდრომელიორაცია (ირიგაცია, დრენაჟი, ეროზია); საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ლაბორატორიული მსხვილმასშტაბიანი მოდელირება; სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოება და პრობლემების პროგნოზირება, მათი კონტროლი; ნიადაგის ეროზიული პროცესების პროგნოზი და მის მართვა; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე მეთოდები კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით; ჰიდროტექნიკური ნაგებობები; ჰიდროტექნიკური ნაგებობების მუშაობის საიმედოობისა და რისკის შეფასება; გარემოსდამცავი ინოვაციური ნაგებობების კონსტრუქციების დამუშავება; ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ნაგებობების დამუშავება თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 250-ზე მეტი, მათ შორის 15 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო.