მეგზური ავტორთათვის
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მოამბე“-ში ქვეყნდება ნაშრომები ახალი მიღწევებით ფუნდამენტურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიის სხვადასხვა დარგში: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გენეტიკა, ექსპერიმენტული მედიცინა, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები.
მიმოხილვითი, აღწერილობითი და სარეკლამო ხასიათის ნაშრომები არ იბეჭდება.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს: ინგლისურ ენაზე (Times New Roman) A4 ფორმატის თეთრ ქაღალდზე; ტექსტი - Word ფორმატში; შრიფტის ზომა 12; მარცხენა არე – 30 მმ.; ზედა, ქვედა და მარჯვენა არეები - 20 მმ; სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5; ფორმულები შესრულებული უნდა იყოს Word equation 3.0 ან MathType პროგრამების გამოყენებით. სურათები (უნდა ახლდეს წარწერები) წარმოდგენილი უნდა იყოს TIFF, JPEG, PNG (არანაკლებ 300 dpi) ფორმატში ცალკე ფაილებადაც.
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს ფორმულების, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.
ნაშრომს თან უნდა ახლდეს:
- CV, მოკლე ინფორმაცია ავტორის (ავტორების) შესახებ, მოცემულ შრომაში მისი (მათი) წვლილის აღნიშვნით;
- აკადემიის წევრის წარდგინება,
- ორი კვალიფიციური რეცენზია სხვადასხვა ინსტიტუტიდან (თუ ავტორი არ არის აკადემიის წევრი);
- მიმართვა რედაქციის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით იმ დაწესებულებიდან, სადაც შესრულებულია შრომა. ამასთანავე, აღნიშნულ იქნეს, რომ წარმოსადგენი სტატია იმ დროისთვის არსად არის გამოქვეყნებული და არ განიხილება სხვა რედაქციის მიერ.
ნაშრომი უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
- ნაშრომის სათაური (არაუმეტეს 12 სიტყვისა);
- ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი;
- სამუშაო ადგილი;
- ნაშრომის წარმომდგენი აკადემიის წევრის სახელი, გვარი;
- რეზიუმე (კვლევის სიახლე, მიზანი, შედეგი, დასკვნა) 100-250 სიტყვა;
- საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 ცნებისა);
- ტექსტი (შესავალი, მასალა და მეთოდი, შედეგი, მსჯელობა, დასკვნა).
- ტექსტის ბოლოს დაფინანსების წყაროს და მადლობების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
- ლიტერატურა როგორც ტექსტში, ასევე ჩამონათვალში გაფორმდეს APA სტილით (მეგზურის ბოლოს იხილეთ ბმული).
- ინგლისური ტექსტის შემდეგ ქართულ ენაზე:
- დარგი
- სათაური
- ავტორის (ავტორების) ინიციალი, გვარი.
- სამუშაო ადგილი
- რეზიუმე ინგლისური აბსტრაქტის შესაბამისი.
ნაშრომის ბოლო გვერდი სავალდებულოა ხელმოწერილი იყოს ყველა ავტორის მიერ.
ნაშრომს განიხილავს სარედაქციო კოლეგია და წყვეტს მისი გამოქვეყნება-არგამოქვეყნების საკითხს. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს უკან არ უბრუნდება.
✓ ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.
✓ ნაშრომის გადმოგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: bulletin@science.org.ge
APA სტილი

-