შინაგანაწესი

აქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

შინაგანაწესი

თავი I

მუხლი  1. ზოგადი დებულებანი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში − აკადემია) შინაგანაწესი შემუ­შავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონისა და აკადემიის წესდების შესაბამისად. მისი მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიაში მომუშავე თანამშრომელთა შრომისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას, სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებას.

 

თავი II

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა, შეჩერება და შეწყვეტა

მუხლი  2. წინა სახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა

  1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია აკადემიას წარუდ­გინოს:
  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია ან CV;
  • შესაბამისი კვალიფიკაციის, განათლების ან/და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
  • უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (სამუშაო სტაჟის მქონე პირს).
  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დოკუმენტების წარუდგენლობა შესაძლოა გახდეს სამსა­ხურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, აკადემია უფლება­მოსილია კანდიდატისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს ამ დოკუმენტების სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
  3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენამდე, შრომითი ურთიერთობა არ ფორმდება და კანდიდატი სამუშაოზე არ დაიშვება.
  4. კანდიდატს მიეწოდება ინფორმაცია შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი  3. დასაქმებულის დანიშვნა

  1. აკადემიასა და ფიზიკურ პირს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფ­ლებიანობის საფუძველზე, რომელიც ფორმდება ბრძანე­ბით ან ხელშეკრულებით, კანდიდატის პირადი განცხადების ან სათანადო კომპეტენციის მქონე პირის წარდგი­ნების საფუძ­ველზე, ხოლო აკადემიის სამეც­ნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები თანამდებობებზე, შესაბამისი განყოფილების აკადემიკოს-მდივნის წარდგენით, განყოფი­ლების საერთო კრებაზე აირჩევიან ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით და მტკიცდებიან აკადემიის პრეზიდიუმზე.
  2. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კომისიების სწავლული მდივნები აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მტკიცდებიან კომისიების შემადგენლობებთან ერთად.

მუხლი  4. შრომითი ურთიერთობის შეჩერებაშეწყვეტა

  1. აკადემიაში მომუშავე თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების შეჩერება-შეწყვეტა განხორ­ციელდება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწი­ნებული წესებისა და პირო­ბების შესაბამისად.
  2. აკადემიის თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიის ეკონო­მიკური სამმართველოს მიერ ხდება საბოლოო ანგარიშსწორება აკადემიის შემოვლითი ბარათის წარდგენის შემდეგ. შემოვლითი ბარათის უზრუნველყოფა ევალება აკადემიის კადრებისა და სპეციალური დავალებათა სამმართველოს.
  3. აკადემიაში თანამშრომელთა გათავისუფლებას ახორციელებს აკადემიის პრეზიდენტი საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი პირობებით (კანონ­მდებლობისა და შრომის შინაგა­ნაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივნის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ხდება სამეცნიერო განყოფილების საერთო კრებაზე წევრთა უმრავლესობის გადა­წყვეტილების საფუძველზე, ხოლო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კომისიის სწავლული მდივნის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა ხორციელდება პრეზიდიუმის დადგენილების შესაბამისად).

თავი III

მხარეთა ძირითადი უფლებამოვალეობები

 

მუხლი  5. აკადემიის ძირითადი ვალდებულებები

  1. 1დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) დასაქმებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები;

ბ) დაიცვას შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების წესები;

გ) შექმნას დასაქმებულთა ეფექტური და სტაბილური მუშაობის პირობები;

დ) უზრუნველყოს დასაქმებული შრომისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ე) უზრუნველყოს დასაქმებულთა მხრიდან შრომის დისციპლინის დაცვა;

ვ) თითოეული სამუშაო ადგილი აღჭურვოს მუშაობისათვის აუცილებელი პირობებით, ტექნიკითა და  ინვენტარით;

ზ) უზრუნველყოს  დასაქმებულთა  კარიერული  წინსვლისა  და  განვითარების  თანაბრად ხელმისაწვდომობა;

თ) იზრუნოს დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებასა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე.

 

მუხლი 6. დასაქმებულის ძირითადი ვალდებულებები

  1. დასაქმებული ვალდებულია:

ა)  დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა, კანონქვემდებარე აქტები  და წინამდებარე შინაგანაწესი;

ბ)  დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, ფუნქციური მოვალეობებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და სხვა მითითებები;

გ)  კანონმდებლობის თანახმად,  განუხრელად შეასრულოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის დავალება (ბრძანება, მითითება), გარდა ისეთი დავალებისა, რომელიც ეწინააღმდეგება  საქართვე­ლოს  კანონმდებლობას;

დ)  სპეციალური მითითების გარეშე  განუხრელად დაიცვას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი  აქტებით დადგენილი პირობები;

ე)  დაიცვას სამსახურებრივი  დაქვემდებარების  სისტემა – სუბორდინაცია, აკადემიაში მოქმედი სტრუქტურის შესაბამისად;

ვ)  ხელმძღვანელთან, დასაქმებულებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკური და ზნეობრივი ნორმები;

ზ)  თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც ზიანს მიაყენებს სამსახურის რეპუტაციას;

თ)  დაიცვას წინამდებარე შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები,  ქცევის წესები, შრომის დისციპლინა, ეთიკისა და  უსაფრთხოების ნორმები,  სანიტარიულ-ჰიგიენური  წესები;

ი) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს აკადემიის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;

კ)  მუდმივად იზრუნოს სამსახურებრივი მოვალეობით გათვალისწინებული კვალიფიკაციის შენარ­ჩუნებასა და ამაღლებაზე;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული  საკითხები  და  მიიღოს  შესაბამისი  გადაწყვეტილებები;

მ)  სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას  გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები, იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი  მიზნებისათვის. წინააღ­მდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელმა აანაზღაუროს  აკადემიისთვის მიყენებული  მატერიალური  ზიანი  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით;

ნ)  წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე აკადემიის შენობაში და მის ტერიტო­რიაზე;

ო)  შეასრულოს შრომის დაცვის, ტექნიკური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ტ) თამბაქო მოიხმაროს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილ(ებ)ზე  და არ დაუშვას თამბაქოს მოხმარება  დამსაქმებლის დახურულ შენობა-ნაგებობაში;

პ)  როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავ­რცელოს და დაიცვას სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან  დაკავშირებით;

ჟ) სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში პირი ვალდებულია ადმინისტრაციას (სამსახურს) წარუდგინოს შემოვლის ფურცელი, რომელიც ადასტურებს, რომ მას რაიმე სახის დავალიანება სამსახურის წინაშე არ გააჩნია.

რ)  დაიცვას აკადემიაში მოქმედი აქტები და წინამდებარე შინაგანაწესი.

მუხლი  7. დასაქმებულთა უფლებამოსილებები

  1. დასაქმებული უფლებამოსილია ჰქონდეს სამუშაოს შესრულებისათვის სათანადო პირობები.

დასაქმებულს უფლება აქვს:

ა)  გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ)  დადგენილი წესით მიიღოს ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ)  გაეცნოს მის პირად საქმეს, ასევე იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;

დ)  ძირითად საქმიანობას შეუთავსოს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც ხელს არ შეუშლის აკადემიის მუშაობის პროცესს;

ე)  ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით;

 

მუხლი  8. დასაქმებულთა შეზღუდვები

დასაქმებულს ეკრძალება:

ა)  პირადი, კომერციული, პროფესიული ან/და სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული, აგრეთვე, კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ)  დასაქმებული პასუხს აგებს დამსაქმებლის სახელის, ქონების ან/და მოწყობილობის არასათანადო გამოყენებისათვის;

გ)  საჯარო ან პირად საუბრებში აკადემიის პრესტიჟის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება;

 

მუხლი 9. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

დასაქმებული ვალდებულია, როგორც შრომითი ურთიერთობისას, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ არ გაავრცელოს ან პირადი მიზნებისათვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავ­შირებით.

 

მუხლი 10. სამსახურებრივ საკითხებზე ადმინისტრაციის შესაბამისი აქტების  ანამშრომელთათვის გაცნობის წესი

სამსახურებრივ საკითხებზე შესაბამისი აქტების თანამშრომელთათვის გაცნობა ხდება:

− შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების სპეციალურ დაფაზე ან/და  აკადემიის ვებგვერდზე მოთავსებით;

− დანიშნულების მიხედვით აკადემიის განყოფილებებსა და სამსახურებში შესაბა­მისი აქტების დაგზავნით.

 

მუხლი  11. შრომის უსაფრთხოების ტექნიკის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულება

აკადემიის თანამშრომლები ვალდებულნი არიან გაეცნონ და დაიცვან შრომის უსაფრთ­ხოების წესები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინსტრუქციები. ამ წესებისა და ინსტრუქციების გაცნობაზე პასუხისმგებელია აკადემიის სამეურნეო სამსახური.

 

თავი IV

სამუშაო დროის დასაწყისი,  დასასრული და სამსახურში

გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

მუხლი 12. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული

  1. აკადემიაში სამუშაო კვირა განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ­დღიური მუშაობის ხანგრძლივობაა 8 საათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ზოგიერთ პირზე აღნიშნული გრაფიკი არ ვრცელდება.
  2. მუშაობა იწყება 1000 და მთავრდება 1800 საათზე. უქმე დღის წინა დღეს მუშაობის ხანგრძ­ლივობა მცირდება ერთი საათით.
  3. ამ მუხლით რეგლამენტირებული სამუშაო დრო არ ვრცელდება საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრებზე და სტიპენდიატებზე, ადმინის­ტრაციული აპარატის უფროს­ზე, აკადემიასთან და პრეზიდიუმთან არსებული სტრუქტურული ერთეუ­ლების ხელმძღვანელებზე.
  4. თანამშრომელთა მოსვლა-წასვლაზე ზედამხედველობას ახორციელებს აკადემიის ადმინისტრა­ციული აპარატის უფროსი, ხოლო აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა სწავლული მდივნების სამუშაო გრაფიკს კონტროლს უწევს შესაბამისი განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
  5. დასაქმებულს უფლება აქვს სრული სამუშაო დღის განმავლობაში ისარგებლოს შესვენე­ბით. აკადემიაში შესვენება განისაზღვრება 15 წუთით.

მუხლი 15. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი და შედეგები

  1. სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აკადემიის თანამშრომელი ვალდე­ბულია იმავე დღეს 12 საათამდე გააფრთხილოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნულის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში (პატივსადები მიზეზის არ არსებობისას) სამსახურში გამოუ­ცხადებლობა ჩაითვლება არასაპა­ტიოდ.
  2. არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენისას დასაქმებულის მიმართ შეიძლება გამო­ყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

 

მუხლი 16. დასვენებისა და უქმე დღეებშიაგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის

დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავ­რების შემდეგ აკადემიის შენობაში ყოფნა ცალკეული თანამშრომლებისთვის დასაშვებია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვე­ვებში (გადაუდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების მიზნით).

 

თავი V

ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების

ხანგრძლივობა და შვებულებით სარგებლობის წესი

 

მუხლი 17. ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი

  1. აკადემიის თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურე­ბადი შვებულებით წელიწადში 25 სამუშაო დღით, მეცნიერებათა კანდიდატს (აკადემიურ დოქტორს) − 30, ხოლო მეცნიერებათა დოქტორს − 35 სამუშაო დღით.
  2. აკადემიის თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება მიეცემა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. თანამშრომელს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდე.
  3. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაადგინოს თანამშრომლები­სათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა (გრაფიკი).
  4. თანამშრომ­ლის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.
  5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

მუხლი 18. ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის წესი

თანამშრომლებს უფლება აქვთ ისარგებლონ აგრეთვე ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელი­წადში არანაკლებ 15 კალენდარული დღით. თანამშრომელმა ამის შესახებ აკადემიის ადმინის­ტრაცია უნდა გააფრთხილოს 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთ­ხილება შეუძლებელია გადაუდებელი, პატივსადები მიზეზების გამო.

 

თავი VI

დასაქმებულის  შრომის ანაზღაურება,  დამატებითი

სარგებელი  (წახალისება)

 

მუხლი 19.  ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

  1. აკადემიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი და წოდებ­რივი (აკადემიის წევრები) სარგოსაგან და პრემიებისაგან, რაც გათვალისწინებულია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონითა და აკადემიის ბიუჯეტით.
  2. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო დამატებითი წყაროებია:

ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები;

ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები;

გ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები;

დ) სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობის რეალიზაციის  საფუძველზე არსებული შემოსავლები.

  1. აკადემიის თანამშრომელთა საშტატო განრიგს, რიცხოვნობასა და ხელფასის ფონდს ამტკიცებს აკადემიის პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საბიუჯეტო ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ თვის ბოლო კვირაში.
  2. თანამშრომელთა ხელფასი და სხვა სარგოები გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

მუხლი 20. დასაქმებულის წახალისების წესი

  1. აკადემიის პრეზიდენტი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით, დასაქმებულის წახალისების შესახებ:

ა)  დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის;

ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის მქონე დავალების (სამუშაოს) წარ­მატებით შესრულებისათვის;

გ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი შრომისთვის.

  1. დასაქმებულის წახალისების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს აკადე­მიის პრეზიდენტს საკუთარი შეხედულების შესაბამისად ან დასაქმებულის უშუალო ხელმ­ძღვანელის დასაბუ­თებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დასაქმებულის მიმართ წახალისების ფორმად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ჯილდო/პრემია;

გ) თანამდებობრივი სარგოს მომატება  დადგენილი  წესის  შესაბამისად;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადამდე მოხსნა.

  1. დასაქმებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების ერთი ფორმა. ამასთან, აკადემიის პრეზიდენტი შეზღუდული არ არის წახალისების ზომის შერჩევაში.

 

მუხლი 21. დასაქმებულის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

  1. დამსაქმებლის ინტერესებშია ხელი შეუწყოს დასაქმებულთა პროფესიულ განვითა­რებას.
  2. დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სპეციალიზირებული სწავ­ლების, ტრეი­ნინგის და/ან სტაჟირების გზით.
  3. დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების/აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია მზადდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ.
  4. პროფესიული განვითარების (სრულად ან ნაწილობრივ) დაფინანსების მიზანშეწონილობას წყვეტს აკადემიის პრეზიდენტი, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე და მიმდინარე წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით.

 

თავი VII

დისციპლინური პასუხისმგებლობ

 

მუხლი 22. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლები

დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლებია:

ა) კანონმდებლობის, სხვა სამართლებრივი აქტების, წინამდებარე შინაგანაწესის მოთხოვ­ნათა დარ­ღვევა;

ბ) სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება აგრეთვე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება;

გ) ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, აკადემიაში  დასაქმებული პირის ან აკადემიის დისკრე­დიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებლის ნორმალურ ფუნქ­ციონირებას ან/და რეპუტაციას;

ე)  კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;

ვ) დამსაქმებლისთვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური ზიანის მიყენება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა;

ზ) შრომის დისციპლინის დარღვევა.

 

მუხლი 23. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

  1. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის და სხვა ობიექ­ტური მიზე­ზების გათვალისწინებით, შეიძლება (ბრძანებით) გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის შემდეგი ზომები:
  • გაფრთხილება;
  • საყვედური;
  • სასტიკი საყვედური;
  • არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
  • უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;
  • შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
  1. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხის­მგებლობის მხოლოდ ერთი (ერთ-ერთი) ზომა. ამასთან, აკადემიის პრეზიდენტი შეზღუდული არ არის პასუხის­მგებლობის ზომის შერჩევაში.

მუხლი 24. დისციპლინური სახდელის შერჩევა

აკადემიის პრეზიდენტი, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, ითვალის­წინებს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძ­ლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური გადაცდომის  ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას.

მუხლი 25. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდი,  სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა

  1. პირის მიმართ, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი, სახდელის მოქმედების პერიოდში არ გამოიყენება მატერიალური წახალისების ფორმები. გამონაკლისს შესაძლოა წარმოადგენდეს დამსაქმებლის გადაწყვეტილება სადღესასწაულო პრემირებასთან ან წახალისების საერთო ფორმებთან დაკავშირებით.
  2. აკადემიის პრეზიდენტს უფლება აქვს თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის წერი­ლობითი შუამ­დგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით ვადამდე მოუხსნას დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებ­ლობა, თუ მან თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა თანამ­შრომელმა და არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა.
  3. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში.

 

თავი VIII

განცხადებების (საჩივრებისგანხილვის წესი, შრომის შინაგანაწესის დამტკიცება და

თანამშრომელთათვის გაცნობა

 

მუხლი 26. განცხადებების (საჩივრებისგანხილვის წესი

აკადემიის თანამშრომელთა განცხადებების (საჩივრების) განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობის საფუძველზე.

 

მუხლი 27.  შრომის შინაგანაწესის დამტკიცება და თანამშრომელთათვის გაცნობა

  1. აკადემიის შინაგანაწესსა და ცალკეული სამსახურების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი („წესდება”, თავი VI, მუხ. 29). აკადემიის კადრებისა და სპეციალური დავალებათა სამმართველო ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შრომის შინაგანაწესი, აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
  2. შინაგანაწესში ცვლილებები შეიტანება აკადემიის პრეზიდიუმის დადგენი­ლებით.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

აკადემიკოსი გ. კვესიტაძე