განცხადება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:

  1. ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – მათემატიკისა და მექანიკის დარგში  (5000 ლარი)
  2. მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – გეოფიზიკის დარგში (3000 ლარი)
  3. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – სამშენებლო მექანიკის დარგში (3000 ლარი)
  4. გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია – ქიმიის დარგში (3000 ლარი)
  5. პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში (3000 ლარი)
  6. გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია – ქირურგიის დარგში (3000 ლარი)
  7. ოთარ ნათიშვილის სახელობის პრემია – მელიორაცია-ჰიდროტექნიკის დარგში (3000 ლარი)
  8. შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია – ხელოვნებისა და კულტურის დარგში (3000 ლარი)
  9. სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია – კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის დარგში (3000 ლარი)

 

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სა­მეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღ­ლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწე­სე­ბულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვე­ბელია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რო­მე­ლიც  გამო­­ქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა გან­ცხა­­დების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეც­ნიერო პრემია, ამ კონსკურსში არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსა­პო­ვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.

კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახა­სი­ათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზო­გადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეც­ნი­ერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;

დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

 

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2024 წლის 16-დან  30 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.

სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებით  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აგრძელებს საბუთების მიღების ვადას 31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52