არქივი

მეხუთე საერთაშორისო სა­მე­ცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნა­ციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“

  • ივნისი 18, 2025

2025 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ერო­ვნულმა აკადემიამ, გაეროს ECOSOC–ის სპეციალური კონსულ­ტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლო­გიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელო­ბის უნივერსიტეტმა ჩაატარა მეხუთე საერთაშორისო სა­მე­ცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნა­ციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.   კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: – პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – საქართველოს კრი­მინ­ოლოგიის მეცნიერებათა […]

გაგრძელება

შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 16, 2025

მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის – შალომ დავიდისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2025 წლის 10-11 სექტემბერს გამართავენ მწერლის, ებრაული ფილოსოფიის მკვლევრისა და მთარგმნელის, შალომ დავიდისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას – ქართულ-ებრაული კულტურის მოამაგე – შალომ დავიდი.  კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 30 ივლისამდე   თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ეგიდით

  • ივნისი 4, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი საქართველოდან  და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორები თამრიკო სუპატაშვილი და  კონსტანტინე ბზიავა, 2025 წლის 28 მაისი – 1 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო პროექტის BSB00091 „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება […]

გაგრძელება

მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • მაისი 15, 2025

მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებისა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა სხვა ხალხებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე დიდი გამარჯვების საქმეში; საქართველოდან […]

გაგრძელება

ღვარცოფების მსოფლიო VIII კონფერენცია საქართველოში გაიმართება

  • ოქტომბერი 7, 2024

2024 წლის 20-28 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ჩენგდუში (ჩინეთი, სიჩუანის პროვინცია) ღვარცოფების მსოფლიო VII კონფერენციაზე – „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 16 ქვეყნის 150 პროფესორი და ჩინეთში გარემოს დაცვის დარგში მომუშავე ცნობილი ინჟინერ-სპეციალისტები. აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი მსოფლიო […]

გაგრძელება

IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • სექტემბერი 30, 2024

2024 წლის 25-27 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელიც შესავალი სიტყვით და მოხსენებით – „კავკასია – უძველესი ცივილიზაციის კერა“ გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „მოხარული ვარ, რომ თბილისში საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გამართვის ტრადიცია გრძელდება. ეს თავყრილობა […]

გაგრძელება

ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • სექტემბერი 16, 2024

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: “მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის […]

გაგრძელება

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • სექტემბერი 12, 2024

2024  წლის 10 სექტემბერს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც  1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა სქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა 1924 წლის აჯანყების უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს  უახლეს ისტორიაში,  რადგან დამარცხების მიუხედავად, ამ მოვლენამ […]

გაგრძელება

თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 17, 2024

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი პედაგოგისა და სწავლულის – თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: გონელი არახამია და ქეთევან პავლიაშვილი. […]

გაგრძელება

თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • აპრილი 22, 2024

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დოვლეტმირატ სეიტმამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აკადემიას ასევე ესტუმრა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული   თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და არქეოლოგიის დირექტორი  და ამ […]

გაგრძელება