დებულება

ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერთათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  პრემიის მინიჭების  დროებითი

დებულებ

 

 

  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (შემდგომში – აკადე­მია) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერთათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის (შემდგომში – პრემია) მოსა­პოვებლად.
  2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრემიის მისანიჭებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას აქვეყნებს პრესაში და აკადემიის ვებ-გვერდზე.

მასალები პრე­მიის მოსა­­პოვებლად აკადემიაში წარმოდგენილ უნდა იქნეს პრეზიდიუმის მიერ დად­გენილ ვადებ­ში.

  1. ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, მისი ასაკი კონკურსის გამოცხადებისას არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
  2. ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარადგინონ სამეც­ნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, სამეც­ნიერო საზოგადო­ებებმა, სამეცნიერო ცენ­ტრებმა ან შესაბამისი დარგის წამყვანმა მეცნიერებმა და სპეცია­ლისტებმა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც აკადემიაში პრემიის მოსა­პო­ვებლად წარადგენენ კანდიდატს, უნდა მიუ­თითონ პრემიის დასახელება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე  პრემია განმეორებით არ მიენიჭება.

  1. კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) დასაბუთებული  წარდგინება, რომელიც შეიცავს  კანდიდატის სამეცნიერო მიღწევების დახასიათებას;

ბ) მონაცემები კანდიდატის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV);

გ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ასლი);

დ) ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი);

ე) საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადას­ტურებელი ინფორმაცია  (არსებობის შემთხვევაში);

ვ) საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სტიპენდიების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);

თ) საკონკურსოდ წარმოდგენილი  დოკუმენტების ელექტრონული ვერსია.

აკადემიის კანცელარია რეგისტრაციის შემდეგ მასალებს უგზავნის შესაბამისი განყო­ფი­ლების სწავლულ მდივანს, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს კანდიდატის შესახებ წარმო­დგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ დებულების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვ­ნებთან, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსას­წორებლად კანდიდატს აძლევს წერი­ლობით (ელ. ფოსტით)  მითითებას და ვადას არაუმეტეს 5 დღისა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლისთანავე აკადემია კანდიდატს განუხილ­ველად უბრუ­ნებს შესაბამის დოკუ­მენტებს.

  1. აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით აკადემიის შესაბამისი სამეცნიერო განყო­ფილება ყოველი პრე­მიისათვის აყალიბებს საექსპერტო კომისიას, არა­ნაკლებ 3 წევრის შემად­გენლობით და საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 დღისა დასამტკიცებ­ლად წარუდგენს აკადე­მიის პრეზიდიუმს.

საექსპერტო კომისია საკონკურსოდ შემოსული მასალების საფუძველზე  კანდი­დატს აძლევს მეცნიერულ შეფასებას და უწევს რეკომენდაციას პრემიის მინი­ჭების შესახებ.

  1.  საექსპერტო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესახებ საექსპერტო კომისია მიიღებს ღია კენჭის­ყრით.

გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობამ.

  1. საექსპერტო კომისია შესაბამის განყო­ფი­­ლებას განსახილველად წარუდგენს თავის რეკომენდაციას პრემიის მინიჭებამდე ერთი კვირით ადრე.
  2. განყოფილების საერთო კრება ერთი კვირის ვადაში განიხილავს საექს­პერტო კომისიის რეკომენდაციას და კენჭს უყრის პრემიის მოსაპოვებლად დარეგისტრირებულ ყველა კანდიდატს.
  3. განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტი­ლება პრე­მიის მინიჭების შესახებ, თუ მას ესწრება განყოფილების წევრთა სიითი შემად­გენ­ლო­ბის ნახევარზე მეტი.

განყოფილების საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ერთ წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს ერთ ან მეტ კანდიდატს. პრემია მიენიჭება იმ ახალგაზრდა და წარმატებულ მეცნიერს, რომელიც მიიღებს განყო­ფილების საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლე­სობას.

 

შენიშვნა:  თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, განყოფი­ლების საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი კანდიდატების ოჯახის წევრებს,  ახლო ნათესავებს.

 

თუ კენჭისყრის პირველ ტურში ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო ხმების თანაბარი რაო­დენობა, მათთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური. თუ მეორე ტურის შედეგადაც არ გამოვ­ლინდა გამარჯვებული, შესაბამისი პრემია ითვლება გაუქმე­ბულად.

განყოფილების საერთო კრების გადაწყვეტილებას პრემიის მინიჭების შესახებ ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზი­დიუმი ღია კენჭისყრით. გადაწყვე­ტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა პრეზიდიუ­მის წევრთა უმრავლესობამ.

  1. ცნობა პრემიის მინიჭების შესახებ ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადე­მიის ვებ-ვერდზე.
  2. პრემიით დაჯილდოებულ მეცნიერს გადაეცემა დაწესებული ფულადი ჯილდო – 3000 ლარის ოდენობით და დიპლომი.
  3. პრემიით დაჯილდოებული მეცნიერის საკონკურსო მასალები ინახება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში.
  4. კანდიდატს, რომელსაც პრემია არ მიენიჭა, უბრუნდება მისი საკონკურსო   მასალები.