სიახლეები

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ „The Confluence“ სტუდენტურ საერთაშორისო ჟურნალთან

  • ნოემბერი 3, 2026

„შესაძლოა არსებობდეს ისეთი „ბაზარი“, სადაც მიწოდება არის, მოთხოვნა კი — არა“. აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ „The Confluence“ სტუდენტურ საერთაშორისო ჟურნალთან — ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ქრებოდნენ საბჭოთა ეპოქის წარუმატებელი საწარმოები და რას ნიშნავს ეს თანამედროვე რეფორმატორებისთვის. ინტერვიუ სრულად

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წელი შეუსრულდა

  • ნოემბერი 2, 2026

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილე. საზეიმო ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტუმრები: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ისა ჰაბიბეილი, […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

  • ოქტომბერი 24, 2026

2026 წლის 12-17 ოქტომბერს ქ. მარსელში (საფრანგეთი) ოფოციალური მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი. მარსელის კონგრეს ცენტრში 2026 წლის 12 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის ეგიდით ორგანიზებული 26-ე მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა […]

გაგრძელება

განცხადება კანდიდატთა შესახებ

  • ოქტომბერი 22, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებულ კანდიდატთა სიას სპეციალობების მიხედვით: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება მათემატიკა – 1 ვაკანსია 1. ფირაშვილი თეიმურაზ – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2. დუდუჩავა როლანდ – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 3. მესხი ალექსანდრე – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი […]

გაგრძელება

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

  • ოქტომბერი 19, 2026

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ინფორმაცია სრულად https://president.ge/ka/news/375

გაგრძელება

აკადემიის წევრთა არჩევნები

  • ოქტომბერი 7, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონ­დენტთა ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში: აკადემიკოსთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია მათემატიკა 1 გეოლოგია 1 ბიოლოგია 1 რადიოლოგია 1 არქეოლოგია 1 ქართული ენა და ლიტერატურა 1 წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია საერთაშორისო ურთიერთობები 1 მეღვინეობა 1   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება […]

გაგრძელება

საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასის პრეზენტაცია

  • ოქტომბერი 7, 2026

2026 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მომზადებული „ქვემო ქართლის რეგიონის გეოგრაფიული ატლასის“- საქართველოს რეგიონების გეოგრაფიული ატლასების სერიის მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. ვრცელი მოხსენებით აუდიტორიის წინაშე ატლასის კონცეფციის და დიზაინის ავტორი, კარტოგრაფი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ვახუშტი […]

გაგრძელება

საპატიო თბილისელების დაჯილდოება – 2026

  • ოქტომბერი 6, 2026

2026 წლის 4 ოქტომბერს, „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 მოქალაქე დააჯილდოვა. ტრადიციისამებრ, დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო თბილისელებს ქალაქის სიმბოლური გასაღები და საპატიო სიგელები თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, გადასცა. დაჯილდოებულთა შორის არიან კულტურის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საპატიო თბილისელის საპატიო წოდება საქართველოს მეცნიერებათა […]

გაგრძელება

კონკურსი გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 6, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია _ მათემატიკის დარგში კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია  _ სამშენებლო მექანიკის დარგში              ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია _ ევოლუციის თეორიისა და პალეობიოლოგიის დარგში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია _ გეოლოგიის დარგში                    იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია _ ფარმაკოქიმიის მეცნიერების  დარგში ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის […]

გაგრძელება

საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა საერთაშორისო-სამეცნიერო VII კონგრესი გაიმართა

  • სექტემბერი 28, 2026

22-24 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლა საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს (ICELIS 2026), რომელიც მიეძღვნა აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს. კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი, კონგრესის გენერალური კოორდინატორი, დოქტორი ადემ სონმეზი, კონგრესის მედიატორი, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) წევრი, პროფესორი სეზაი ერჯიშლი, […]

გაგრძელება