საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში

  • ნოემბერი 13, 2025

2025 წლის 3-6 ნოემბერს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიწვევით, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ  საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში იმყოფებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა სურგულაძე.

2025 წლის 4 ნოემბერს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. პრეზიდენტმა თავის მისასალმებელ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობას და მეცნიერებათა აკადემიების თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაციამ შეხვედრები გამართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, აკადემიკოს ასაფ ჰაჯიევთან, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან ეველინა სლავჩევასთან, მონტენეგროს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან დრაგან ვუკჩევიჩთან, აკადემია დეი ლინჩეის წარმომადგენელთან პროფესორ რობერტო ზელისთან, სუჟოუს კვლევითი ცენტრის დირექტორთან დოქტორ ლეი ლისთან, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ საერთაშორისო Core აკადემიის გენერალური სამდივნოს წარმომადგენელთან რაიმონდ ვუსთან.