არქივი

ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ ორტომეულის პრეზენტაცია

  • ივლისი 13, 2026

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს. პირველი წიგნის სათაური გახლავთ – „ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები“, ხოლო მეორესი – „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია ბ-ნი პაატა […]

გაგრძელება

აკადემია – 85 მეცნიერებათა აკადემია წარსულს აჯამებს და მომავლის გზებს სახავს

  • ივლისი 8, 2026

მიმდინარე, 2026 წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდი მოვლენებითა და ფაქტებით აღსავსე სახელოვან ისტორიაში, რადგანაც წლეულს აღინიშნება აკადემიის დაფუძნების 85-ე წლისთავი. საიუბილეო თარიღს შესაფერისი გარემო და განწყობაც სჭირდება, რასაც ასევე ვერ დავემდურებით: ჯერ ერთი, სწორედ წლეულს ფართოდ აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების 1700 წლის დიდმნიშვნელოვანი თარიღი; მეორეც, საერთაშორისო დინამიკური პროცესების ფონზე […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

  • აპრილი 24, 2026

2026 წლის 16 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრისა და უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის ერთობლივი ღია სხდომა, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის მიერ, აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის – გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები – განხილვას. ერთობლივი სხდომა გახსნა და უძღვებოდა  წიგნის რედაქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის […]

გაგრძელება

წიგნის წარდგინება

  • დეკემბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც მოხსენება – „უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფის მექანიზმები და საგანმანათლებლო სივრცე“ წარმოადგინეს: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ და ისტორიის და პროფესიული უსაფრთხოების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით კუხალაშვილმა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, – თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოები საკუთარი პოლიტიკური, […]

გაგრძელება

წიგნის – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი“ წარდგინება

  • ოქტომბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა წიგნის – „ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის“ წარდგინება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. შემდეგ, გამოცემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა პროექტის ავტორმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ. წიგნის ავტორ-შემდგენელნი არიან: თემურ ტუნაძე (ისტორიის დოქტორი, პროფესორი); […]

გაგრძელება

ლიტერატურულ-მხატვრული კრებულის – „ვაჟა ფშაველა“ პრეზენტაცია

  • ოქტომბერი 18, 2025

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ცნობილი ქველმოქმედის, წიგნის იდეის ავტორის, ბიზნესმენის ვახტანგ ვეფხვაძის თაოსნობით გამოცემული ლიტერატურულ-მხატვრული კრებულის „ვაჟა-ფშაველას“ პრეზენტაცია. წიგნის რედაქტორია მწერალი აკა მორჩილაძე, შემდგენელი ნანა ფრუიძე, ტექნიკური რედაქტორია ფოტოხელოვანი დემიკო ლოლაძე. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.  მოხსენება კრებულის შესახებ გააკეთა ნანა ფრუიძემ, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსები […]

გაგრძელება

წიგნის – “Gürcistan” (ქართულად – საქართველო) პრეზენტაცია

  • ივლისი 12, 2025

  მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს შესახებ თურქულ ენაზე გამოქვეყნებული 845 გვერდიანი  წიგნის “Gürcistan”, (ქართულად – საქართველო)  პრეზენტაცია. წიგნის რედაქტორები გახლავან – ისტორიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი და ისტორიის დოქტორი, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ. წიგნი გამოიცა ათათურქის სახელობის კვლევითი ცენტრის […]

გაგრძელება

იოსებ ბიჭიკაშვილის წიგნის წარდგენა

  • ივნისი 11, 2025

მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სამეფო სახლის ერთობლივი ორგანიზებით, აკადემიაში გაიმართა იოსებ ბიჭიკაშვილის წიგნის – „მეფეთ-მეფე ერეკლე II „ წიგნის წარდგენა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო შემდეგ, სიტყვა გადაეცა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე დანიელს და სამეფო სახლის მეთაურს ბატონიშვილ ანა ბაგრატიონს. ვრცელი მოხსენება […]

გაგრძელება

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი გამოცემა „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“

  • ივნისი 6, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, გამოიცა ნაშრომი „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“. ტრანსპორტი  ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებელი პირობა არის. ტრანსპორტი – ეს ის დარგია, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვებს აწარმოებს  მოსახლეობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლას, საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. […]

გაგრძელება