წიგნის წარდგინება
- დეკემბერი 30, 2025
მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც მოხსენება – „უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველყოფის მექანიზმები და საგანმანათლებლო სივრცე“ წარმოადგინეს: პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ და ისტორიის და პროფესიული უსაფრთხოების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით კუხალაშვილმა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, – თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოები საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებენ სადაზვერვო საქმიანობას, ხოლო მეთოდებად ტერორისტულ აქტებსა და სახელმწიფო გადატრიალებებს. შესაბამისად, საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი მონოგრაფია: ტერორისტული აქტების და სსახელმწიფო გადატრიალების მცდელობების სადაზვერვო ხასიათი და მათი გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე (სომხეთისა და თურქეთის მაგალითზე) მნიშვნელოვანი ნაშრომია რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას, საკვლევი მიმართულებით საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მონოგრაფია ხელს შეუწყობს პროცესების სწორ აღქმას, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას, მის შექმნაში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობა და მათი მოსაზრებები, სახელმწიფოებრივი ხედვა გამოთქმული მოსაზრების გამყარების შესაძლებლობას იძლევა.
თანამედროვე ეტაპზე სასიკეთო შედეგის მიღების თვალსაზრისთ ხელოვნური ინტელექტის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უნდა ავღნიშნოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. შესაბამისად, დღის წერიგში დგება მისი უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროცესების ორგანიზება. მონოგრაფია: ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება განათლების სფეროში – წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაშრომს რომელშიაც საკვლევი მიმართულებით იდენტიფიცირებულია საფრთხეები და გადმოცემულია მათი დაძლევის უზრუნველმყოფი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ელიზბარ ჯაველიძემ, გიორგი კვესიტაძემ, მინდია უგრეხელიძემ, რამაზ ხეცურიანმა, ავთანდილ არაბულმა, წევრ-კორესპონდენტებმა: შენგელი ფიცხელაურმა და მაქსიმ იავიჩმა, ერეკლე შონიამ, არჩილ ორთანეზაშვილმა, დაჩი დანელიამ და სხვ.














