არჩევნების დებულება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების

 (აკადემიკოსების) 2020 წლის არჩევნების დროებითი

დებულება

 

  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში – აკადემიის) ნამ­დვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნები (შემდგომში – არჩევნები) ტარდება „საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის შესახებ“ საქართველოს კანონის, აკადემიის წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
  2. 2020 წლის აპრილში გაიმართება აკადემიკოსების არჩევნები იმ ვაკან­სიების დასა­კავებლად, რომლებიც დამტკი­ცებულია აკადემიის პრეზიდიუმის (შემდგომში – პრეზი­დი­უმის) 2020 წლის 21 იანვრის N 3  დადგენილებით.
  3. აკადემიის განცხადება აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) არჩევნების ჩატა­რების შესახებ ქვეყნდება არჩევნებამდე არაუგვიანეს სამი თვისა პრესაში და გან­თავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
  4. აკადემიკოსთა არჩევნებისას, პრეზიდიუმის სათანადო დადგენილებით, ცალ­კეულ განყოფილებებს შეუძლიათ ჩაატარონ გაერთიანებული კრება ამ განყოფილე­ბე­ბისათვის გამოყოფილი ყველა ვაკანსიის დასაკავებლად. განყოფილების (განყოფილე­ბების) შეერ­თება მონათესავე განყოფილებასთან მოხდება იმ შემთხვევაში, თუ განყო­ფილებაში აკადემიკოსთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია.
  5. 5. აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ აკადე­მიის წევრებს, სამეცნიერო დაწესე­ბულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.
  6. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნეს საქარ­თვე­ლოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეც­ნიერი, რომელ­საც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიე­რების განვი­თარებაში.
  7. აკადემიკოსების არჩევნების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში აკადემიის კადრების სამმართველო პრეზიდიუმს გააცნობს დასახელებულ კანდიდატთა მონაცე­მებს, ხოლო რეგის­ტრირებულ კანდიდატთა სია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე არაუგვიანეს ერთი თვისა არჩევნების ჩატა­რებამდე.
  8. რეგისტრირებულ კანდიდატთა სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ძირითადი მასალები (CV) განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე (science.org.ge).
  9. აკადემიკოსობის კანდიდატთა საბუთების მიღება ხდება აკადემიის კადრებისა და სპეციალურ დავალებათა სამმართველოში, ხოლო მათი რეგისტრაცია – აკადემიის კანცელარიაში.
  10. რეგისტრირებულ საბუთებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კადრების სამმართველო წარმომდგენს აძლევს ელ. ფოსტით შეტყობინებიდან სამი დღის ვადას მის გამოსას­წორებლად, წინააღმდეგ შემთხევაში კანდიდატურა აღარ განიხილება.
  11. 11. კანდიდატების წამოყენებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, არა უგვიანეს 10 დღისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კადრებისა და სპეციალურ დავალებათა სამმართველო რეგისტრირებული კანდიდატის საარ­ჩევნო მასა­ლებს წარუდგენს საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადე­მიის შესა­ბამის განყოფი­ლებებს, რომლებიც აღნიშნულ მასალებს გააცნობენ განყო­ფილებათა საერთო კრებებს (გაერთია­ნებულ კრებებს).
  12. 12. არჩევნებში მონა­წილე კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში აკადემიის პრეზიდიუმი ამტკიცებს განყოფილებათა საექსპერტო კომისიებს დარ­გების მიხედვით.

საექსპერტო კომისიები განიხილავენ რეგისტრირებულ კანდიდატებზე წარმოდ­გენილ მასალებს და ატარებენ ფარულ კენჭისყრას გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდი­და­­ტისთვის შესაბამისი რეკომენდაციის მისაცემად.

საექსპერტო კომისიის კენჭისყრის შედეგები უნდა გაეცნოს განყოფილების საერთო კრებას (გაერთიანე­ბულ კრებას) აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევის წინ.

  1. აკადემიის სამეცნიერო განყოფილება (გაერთიანებული განყოფილება) მოის­მენს აკა­დე­მიკოსობის კანდიდატთა მოხსენებებს სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
  2. 14. აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევისას განყოფილებათა საერთო კრებაზე (გაერ­თიანებულ კრებაზე) ხმის უფლებით სარგებლობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები.
  3. განყოფილების საერთო კრება უფლებამოსილია მოაწყოს აკადემიკოსობის კანდი­დატთა შერჩევა, თუ სხდომას ესწრება განყოფილების ნამდვილ წევრთა (აკადე­მი­კოსთა) სიითი შემადგენ­ლობის სულ მცირე სამი მეხუთედი.
  4. 16. განყოფილების საერთო კრებაზე (გაერთიანებულ კრებაზე) სიით შემადგენ­ლობაში არ ჩაითვლებიან აკადემიის აკადე­მიკოსები, რომლებიც არჩევნების დროს საზ­ღვარგარეთ იმყოფებიან, აგრეთვე – აკადემიის აკადემიკოსები, რომელთა შესახებ მიღე­ბუ­ლია პრეზი­დიუმის სპეციალური გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგო­მარეობის გამო შერჩევაში მონა­წილეობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
  5. 17. განყოფილების აკადემიკოსების სიით შემადგენლობას აზუსტებს განყო­ფილება და ამტკიცებს აკადემიის პრეზიდიუმი.
  6. 18. განყოფილების საერთო კრებაში (გაერთიანებულ კრებაში) მონაწილე აკადე­მიკოსები აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატს შეარჩევენ ფარული კენჭისყრით. აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატად შერჩეულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელიც მიიღებს ამ განყოფილების აკადემიკოსთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავ­ლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა.
  7. 19. აკადემიის აკადემიკოსობის კანდი­დატის შერჩევისას განყოფილების საერთო (გაერთიანებულ) კრებაზე კენჭის­ყრის ბიულეტენში შეყვანილ იქნება ყველა რეგის­ტრი­­რებული კანდიდატი ანბა­ნური წესით.
  8. 20. კენჭისყრის პირველ ტურში თუ აკადემიკოსობის ორმა ან მეტმა კანდიდატმა მიიღო გამსვლელი ხმის თანაბარი რაოდენობა, მათთვის ტარდება კენჭისყრის მეორე ტური. თუ მეორე ტურის შედე­გადაც არ გამოვლინდა გამარჯვებული, განყოფილების (გაერთიანებული განყოფი­ლე­ბის) საერთო კრების დადგენილებით შესაძლებელია ჩატარდეს კენჭისყრის მესამე ტური. მეორე ტურის ჩატარებას არ სჭირდება განყოფი­ების საერთო კრების სპეციალური დად­გენილება.

თუ ტურების შემდეგ ერთ ვაკანსიაზე შერჩეულია ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარი რაოდენობით, მათი არჩევის საკითხს წყვეტს აკადემიის საერთო კრება.

აკადემიის საერთო კრებაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს აკადემიკოსთა სიითი შემად­გენლობის ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ არა­ნაკლებ სამი მეხუთედისა.

აკადემიის საერთო კრებაზე კანდიდატთა მიერ გამსვლელი ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ვაკანსია  ჩაითვლება გაუქმებულად.

თუ განყოფილებაში არჩევნების შედეგად ვაკანსია დაუკავებელი აღმოჩნდება, ეს ვაკანსია ჩაით­ვლება გაუქმებულად.

  1. 21. აკადემიის აკადემიკოსს ირჩევს აკადემიის საერთო კრება იმ კანდიდატთაგან, რომლებიც შერჩეული იქნებიან განყო­ფილებათა საერთო კრებების (გაერთიანებული კრებების) მიერ ფარული კენჭის­ყრით.
  2. 22. აკადემიის პრეზიდენტი აკადემიის საერთო კრებას მოახსენებს განყოფილე­ბათა საერთო კრებების (გაერთიანებული კრებების) მიერ აკადემიკოსობის კანდი­დატთა შერჩე­ვის შედეგებს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით ტარდება აკადემიის აკადე­მიკო­სების არჩევნები.
  3. აკადემიის წევრ-კორესპონდენტები და სტიპენდიატები აკადემიკოსობის კანდი­დატთა შერჩევისას (არჩევისას) სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.
  4. აკადემიკოსობის კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა.
  5. 25. აკადემიის განყოფილებათა საერთო კრებებსა და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენებში კანდი­დატის გვარის გასწვრივ არის სიტყვები „თანახმა ვარ“ და „წინააღმდეგი ვარ“, რომელთაგან კენჭისყრაში მონაწილე ხაზს გადა­უსვამს ერთ-ერთს. ბიულეტენი ყოველ­გვარი აღნიშვნის გარეშე და ბიულეტენი, რომელშიც წაშლილია ან დატოვებულია ორივე სიტყვა „თანახმა ვარ“ და „წინააღ­მდეგი ვარ“ კონ­კრეტული კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება გაუქმებულად.

განყოფილებისა და აკადემიის საერთო კრებაზე საარჩევნო ბიულეტენის შევსე­ბისას დაუშვებელია სხვა პირის დასწრება. ამომ­რჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკი­დებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს დასახმარებლად მოიწ­ვიოს ნების­მიერი პირი, გარდა არჩევნებში მონა­წილე პირისა.

  1. 26. აკადემიკოსად არჩეუ­ლად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქარ­თველოს მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთა სიითი შემად­გენლობის ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სამი მეხუთედისა.
  2. 27. აკადემიის განყოფილების საერთო კრებაზე (გაერთიანებულ კრებაზე) და აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილ წევრთაგან ირჩევენ ხმის დამთვლელ კომისიებს.
  3. 28. აკადემიის საერთო კრებაზე სიით შემადგენლობაში არ ჩაითვლებიან აკადე­მიის აკადემიკოსები, რომლებიც არჩევნების დროს საზღვარგარეთ იმყოფებიან, აგრეთვე – აკა­დემიის აკადემიკოსები, რომელთა შესახებ მიღებულია პრეზიდიუმის სპეციალური დადგენილება ჯანმრთელობის მდგომარე­ობის გამო არჩევნებში მონა­წი­ლეობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
  4. 29. აკადემიის წევრთა სიით შემადგენ­ლობას ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.

კვორუმში ჩაითვლებიან ის აკადემიკოსებიც, რომლებიც აკადემიკოსების არჩევას (აკადემიკოსობის კანდიდატთა შერჩევას)  ბინაზე უყრიან კენჭს.

  1. 30. განყოფილებათა საერთო კრებებზე (გაერთიანებულ კრებებზე) და აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის ბიულეტენის მიღება დასტურდება ბიულე­ტენის მიღების სიაში ხელმოწერით.

თუ კენჭისყრაში მონაწილეს უნებურად გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, იგი აბარებს მას ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ბიულეტენს დააწერს „გაფუჭებულია“, ჩამოაჭრის კუთხეს და ცალკე შეინახავს, ხოლო ამომრ­ჩეველს გადას­ცემს ახალ ბიულეტენს.

  1. ფარული კენჭისყრა ტარდება აკადემიის შენობაში, არჩევნებისათვის განკუთ­ვნილ ოთახში, სადაც დგას დალუქული ყუთი და იმყოფებიან მხოლოდ ხმის დამ­თვლელი კომისიის წევრები.

ბინაზე ხმის მიცემის აუცილებლობის შემთხვევაში ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან გამოყოფს ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს ბინაზე კენჭისყრას. ბინიდან მოტანილი კენჭისყრის ყუთი იხსნება ძირითადი კენჭის­ყრის ყუთთან ერთად და მიმდინარეობს ხმების საერთო დათვლა.

  1. განყოფილების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს განყოფი­ლების საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

აკადემიის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის ოქმებს ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

  1. ხმის დამთვლელი კომისიის ოქმები, ფარული კენჭისყრის ბიულეტენებთან ერთად, ინახება დალუქული კონვერტით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადე­მიაში.
  2. არჩევნების შედეგები ქვეყნდება პრესაში და განთავსდება აკადემიის ვებ­გვერდზე.
  3. 35. არჩეული აკადემიკოსი არის შესაბამისი განყოფილების ნამდვილი წევრი აკადე­მიის საერთო კრების მიერ მისი არჩევის დღიდან და სარგებლობს მოქმედი კანონმდებ­ლობითა და აკადემიის წესდე­ბით გათვალისწინებული უფლებებით.

 

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის აკადემიკოს-მდივანი

აკადემიკოსი რ. ხუროძე