არქივი

აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი

  • ნოემბერი 12, 2026

  აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა ქართულმა სამეცნერო საზოგადოებამ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს რომან შაქარიშვილის სახელი კარგად არის ცნობილი ჩვენი ქვეყნის ფართო სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მუდმივად ნოვატორული მეცნიერული შემართება, მკვლევრის უბადლო გამჭრიახობა, ნეიროსამედიცინო მეცნიერების უნარიანი ორგანიზატორის […]

გაგრძელება

განცხადება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ

  • ნოემბერი 11, 2026

ტრადიციულად, ყოველწლიურად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აღნიშნავს იუნესკოს მიერ 2001 წელს დაფუძნებულ მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისათვის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. მიმდინარე წელს, 11 ნოემბერს საზეიმო სხდომით აღინიშნა ეს თარიღი მეცნიერებათა აკადემიაში.  სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, აკადემია 2002 წლიდან  აღნიშნავს ამ თარიღს, რომელიც ყოველწლიურად მეცნიერების რომელიმე დარგს […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს ყველა მეცნიერს!

  • ნოემბერი 10, 2026

10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2001 წელს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – UNESCO-ს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია მეცნიერების როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია, საზოგადოებაში მეცნიერული ცოდნის მნიშვნელობის გააზრება და მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის კავშირების გაძლიერება. მეცნიერების საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეცნიერება კაცობრიობის პროგრესის, მდგრადი […]

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი

  • ნოემბერი 10, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი. თამაზ ნატრიაშვილი დაიბადა 1950 წელს, 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი შიგაწვის ძრავების სპეციალობით. ამავე წელს მუშაობა დაიწყო […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ „The Confluence“ სტუდენტურ საერთაშორისო ჟურნალთან

  • ნოემბერი 3, 2026

„შესაძლოა არსებობდეს ისეთი „ბაზარი“, სადაც მიწოდება არის, მოთხოვნა კი — არა“. აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ „The Confluence“ სტუდენტურ საერთაშორისო ჟურნალთან — ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ქრებოდნენ საბჭოთა ეპოქის წარუმატებელი საწარმოები და რას ნიშნავს ეს თანამედროვე რეფორმატორებისთვის. ინტერვიუ სრულად

გაგრძელება

განცხადება კანდიდატთა შესახებ

  • ოქტომბერი 22, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებულ კანდიდატთა სიას სპეციალობების მიხედვით: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება მათემატიკა – 1 ვაკანსია 1. ფირაშვილი თეიმურაზ – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2. დუდუჩავა როლანდ – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 3. მესხი ალექსანდრე – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი […]

გაგრძელება

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა

  • ოქტომბერი 19, 2026

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ინფორმაცია სრულად https://president.ge/ka/news/375

გაგრძელება

აკადემიის წევრთა არჩევნები

  • ოქტომბერი 7, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონ­დენტთა ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში: აკადემიკოსთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია მათემატიკა 1 გეოლოგია 1 ბიოლოგია 1 რადიოლოგია 1 არქეოლოგია 1 ქართული ენა და ლიტერატურა 1 წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია საერთაშორისო ურთიერთობები 1 მეღვინეობა 1   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება […]

გაგრძელება

საპატიო თბილისელების დაჯილდოება – 2026

  • ოქტომბერი 6, 2026

2026 წლის 4 ოქტომბერს, „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 მოქალაქე დააჯილდოვა. ტრადიციისამებრ, დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო თბილისელებს ქალაქის სიმბოლური გასაღები და საპატიო სიგელები თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, გადასცა. დაჯილდოებულთა შორის არიან კულტურის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საპატიო თბილისელის საპატიო წოდება საქართველოს მეცნიერებათა […]

გაგრძელება

კონკურსი გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 6, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია _ მათემატიკის დარგში კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია  _ სამშენებლო მექანიკის დარგში              ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია _ ევოლუციის თეორიისა და პალეობიოლოგიის დარგში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია _ გეოლოგიის დარგში                    იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია _ ფარმაკოქიმიის მეცნიერების  დარგში ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის […]

გაგრძელება