საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

  • ნოემბერი 27, 2025

2025 წლის 20-22 ნოემბერს, აზიის მეცნიერებათა აკადემიის (შტაბ-ბინა ჰონგ-კონგში მდებარეობს) აკადემიკოსების არჩევნები გაიმართა.

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი ჩინეთის უმაღლესი კატეგორიის ეროვნული ტალანტი (ეს წოდება ჩინეთის მეცნიერებაში მიღებულია), აკადემიკოსი, გეოფიზიკის დოქტორი, პროფესორი, „West Lake Friendship Award“-ის ლაურეატი , ჩინეთის ჟეჟიანის პროვინციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი (უცხოელი წევრებისთვის) ელჩინ ხალილოვი. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია როინ მეტრეველი – აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.