საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო

  • ნოემბერი 22, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ეს უმძიმესი დანაკარგი მთელი ქვეყნის ტკივილია. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვიზიარებთ მათ უდიდეს მწუხარებას და თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს.

განუზომელია იმ ადამიანების ტკივილი, რომელთაც ამ ტრაგედიის შედეგად საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ასეთ მძიმე წუთებში სიტყვები უძლურია, თანაუგრძნობთ და საერთო მწუხარების ვიზიარებთ.

ვუსურვებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სულიერ სიმტკიცესა და გამძლეობას ამ უმძიმესი დანაკარგის გადასატანად, ხოლო დაშავებულებს  –  მალე გამოჯანმრთელებას.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იზიარებს ქვეყნის საერთო მწუხარებას და უერთდება გლოვას.