Daily Archives: ნოემბერი 11, 2026

განცხადება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ

  • ნოემბერი 11, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ელიზბარ ნადარაიას და მათემატიკის აკადემიურ დოქტორ პეტრე ბაბილუას ნაშრომთა ციკლისათვის – „დაკვირვებათა განაწილების კანონის ფუნქციონალური მახასიათებლების (განაწილების სიმკვრივის, რეგრესიის ფუნქციის) არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიის ზოგიერთი ამოცანა“. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის აკადემიურ დოქტორ კახაბერ ქოიავას ნაშრომთა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი მალხაზ აბდუშელიშვილი – 100

  • ნოემბერი 11, 2026

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა გამოჩენილი მეცნიერის, ანთროპოლოგის, აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა გახსნა. ვრცელი მოხსენებით მალხაზ აბდუშელიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, […]

გაგრძელება