კანონი

საქართველოს კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი პრეამბულა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ატრიბუტი, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება.

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობის წესს.

მუხლი 2. აკადემიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით.

 

თავი II. აკადემიის სტატუსი, აკადემიის მიზნები და ამოცანები

მუხლი 3. აკადემიის სამართლებრივი სტატუსი

1.აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წევრები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, საპატიო აკადემიკოსები და აკადემიის უცხოელი წევრები.

2. აკადემია არის საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი.

3. აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც დამოუკიდებლად ამტკიცებს აკადემიის
წესდებას, განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო,
ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.

4. დაუშვებელია ტერმინის „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“ გამოყენება ამ კანონში გამოყენებულისგან განსხვავებული მნიშვნელობით.

5. დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად ან წევრ- კორესპონდენტად ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნებია:

ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად;

ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა;

გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა;

დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა.

2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას;

ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;

დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები
მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;

ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;

1) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, აკადემიის სტიპენდიატებად ირჩევს;

ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში;

თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;

ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან
გამოითხოვოს საჭირო
დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს;

კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა
და ჯილდოებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.

საქა 2015 25 №4561 ვებგვე08.12.2015.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

საქა  2018    ვლ  3032   ვებგვე, 11.07.2018წ.

საქა 2019 1 5275 ვებგვე04.11.2019.

საქა  2021   16  მატი  352   ვებგვე, 18.03.2021წ.

საქა 2023 30 №3838 ვებგვე15.12.2023.

 

თავი III. აკადემიის მართვა

მუხლი 5. აკადემიის მართვის პრინციპები და აკადემიის  მართვის ორგანოები

1. აკადემიის მართვა ხორციელდება არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

2. აკადემიას მართავენ:

ა) აკადემიის საერთო კრება;

ბ) აკადემიის პრეზიდიუმი;

გ) აკადემიის პრეზიდენტი.

3. აკადემიის პრეზიდენტისა და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებია.

4. (ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტი ტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/863 – ვებგვერდი, 28.02.2018წ.) 

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

საქას საკნსტუო   სასაოს   201 ს   22  წყბა 2/2/863  ვევერდ, 28.02.2018

მუხლი 6. აკადემიის საერთო კრება

  1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემი კოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები,
    ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები.

2. აკადემიის საერთო კრება:

ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებასა და აკადემიის სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომ − სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით;

ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

გ) აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ
განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებს და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით,
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით;

ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;

ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს;

ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის
შემთხვევაში − აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

4. აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016.

საქა 2024 13 ვნის 4278 ვებგვე27.06.2024.

მუხლი 7. აკადემიის პრეზიდიუმი

  1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის
    წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა 
    წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
  2. აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
  3. აკადემიის პრეზიდიუმი ასრულებს აკადემიის საერთო კრების დადგენილებებს და აკადემიის საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას.
  4. აკადემიის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია აკადემიის საერთო კრების წინაშე.
  5. აკადემიის პრეზიდიუმს ემსახურება ადმინისტრაციული აპარატი.
  6. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა უფლებამოსილებანი  განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016.

მუხლი 8. აკადემიის პრეზიდენტი

1. აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით,
ისე მისი ფარგლების გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვისთვის. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. მისი სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

2. აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის  საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იმავე     პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

 

თავი IV. აკადემიის სტრუქტურა, აკადემიის შემადგენლობა და აკადემიის წევრის ანაზღაურება

მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა

  1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის
    საერთო კრება.
  2. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს და აკადემიის სტიპენდიატებს. განყოფილებას ხელმძღვანე ლობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
  3. განყოფილებებისა და აკადემიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, აგრეთვე მათი ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016.

 

მუხლი 10. აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები

1. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამოც დაათს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების საერთო რაოდენობა − ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა − ათს.

2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის  მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი
აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

21. აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი
მეცნიერების განვითარებაში.

3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.

4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო  ქვეყნის მოქალაქე.

5. აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.

6. აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის  სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში ავტომატურად უწყდება აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

საქა 2024 13 ვნის 4278 ვებგვე27.06.2024.

მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა

აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის  წესდებით.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

საქა 2024 13 ვნის 4278 ვებგვე27.06.2024.

მუხლი 12. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემი კოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტისა და აკადემიის სტიპენდიატის ანაზღაურება

1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით.

2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

3. აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. მათი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

5. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.

6. აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის ნამდვილი 
წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსების შესაბამისი ანაზღაურება.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016.

 

თავი V. აკადემიის ქონება, დაფინანსება და აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 13. აკადემიის ქონება

1. საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნების
განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

საქა  2011   22  მატი  №4469  ვებგვეი, 01.04.2011წ.

მუხლი 14. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება საქართველოს   შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.

2. აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია: 

ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები;

ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები;

გ) ფულადი სახსრები, რომელთა მიღება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის სა ფუძველზე.

მუხლი 15. აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქა 2016   24  ვნისის №5575  ვევეი, 13.07.2016წ.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

მუხლი 16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები)
და წევრ-კორესპონდენტები.

  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე.
  2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი   წევრები და წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი და საპატიო წევრები ავტომატურად იძენენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტების,  საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის უცხოელი წევრების სტატუსს.
  3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება აკადემიის იმ ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.
  4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წესდება მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.
  5. აკადემიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები ამ კანონისა და ახალი წესდების საფუძველზე იმართება წესდების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6. (ამოღებულია – 13.06.2024, №4278).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა   და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ. 

 

საქა 200 21   №532  სსI,  34, 04.12.2008 წ., მუხ.214

საქა 2024 13 ვნის 4278 ვებგვე27.06.2024.

მუხლი 161. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
  2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას.
  5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ-კორესპონდენტის არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას.

     51საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია უფლებამოსილია აირჩიოს სტიპენდიატები.

6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 1400 და 900 ლარისა.

7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად
საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება.

8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან.

81. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო  ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.

82. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება. პირი საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით.

83. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

84. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 900 ლარის ოდენობით.

85. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის 84 პუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში.

9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით.

11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. ამ კანონის ამოქმედებიდან წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევა.

საქა 2008  21   №532  სსI,  34, 04.12.2008 წ., მუხ.214

საქა 2013 26 №1881 ვებგვე, 28.12.2013.

საქა  2018   5 ვლ  3054   ვებგვე, 11.07.2018წ.

საქა 2018 27 4272 ვებგვე, 31.12.2018.

საქა  2021   16  მატი  352   ვებგვე, 18.03.2021წ.

საქა 2023 30 №3838 ვებგვე,15.12.2023.

მუხლი 17. კანონის მიღებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს აკადემიისათვის ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 18. ძალადაკარგულად ცნობილი აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონი „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 129).

 

მუხლი 19. კანონის ამოქმედებ

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი.

№5600–რს