განცხადება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ

განცხადება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ

  • ნოემბერი 11, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:

 

  1. ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ელიზბარ ნადარაიას და მათემატიკის აკადემიურ დოქტორ პეტრე ბაბილუას ნაშრომთა ციკლისათვის – „დაკვირვებათა განაწილების კანონის ფუნქციონალური მახასიათებლების (განაწილების სიმკვრივის, რეგრესიის ფუნქციის) არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიის ზოგიერთი ამოცანა“.
  1. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის აკადემიურ დოქტორ კახაბერ ქოიავას ნაშრომთა ციკლისათვის  –  „კავკასიონის ტექტონიკური აგებულება და გეოდინამიკური ევოლუცია“.
  1. კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია –  მშენებლობის ინჟინერიის  დოქტორ თამაზ ხმელიძესა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ  გელა ყიფიანს  მონოგრაფიისათვის – „კომპოზიტური კონსტრუქციები“.
  1. იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია –  მთავარ მეცნიერ თანამშრომელს  მალხაზ გეთიას და უფროს მეცნიერ თანამშრომელს  ვახტანგ მშვილდაძეს ნაშრომთა ციკლისათვის –  „ტერპენული ბუნების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფარმაკოქიმიური შესწავლა და შეფასება“.
  1. ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია –  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ  ელისო ყვავაძეს,  სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორებს:  ინგა მარტყოფლი­შვილს და მაია ჭიჭინაძეს  ნაშრომთა ციკლისათვის  – „უძველესი ადამიანის საქმიანობა და გარემო პირობები – საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების პალინოლოგიური მონაცემები“.
  1. ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის პრემია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს  ლიანა კიკალიშვილს  შრომათა ციკლისათვის  – „ღვიძლისა და სანაღვლე გზების მორფოლოგიური თავისებურებების ექსპერიმენტული შესწავლა ნორმასა და პათოლოგიაში“.
  1. ლეონიდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია – სოფლის მეურნიერების მეცნიერებათა დოქტორ ცოტნე სამადაშვილს ნაშრომისათვის  – „ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში და მისი გამოყენების პერსპექტივები“.
  1. გიორგი ნიორაძის სახელობის პრემია – ისტორიის აკადემიურ დოქტორ გიორგი ნიორაძეს ნაშრომისათვის –  „ადრეული ჰომინიდების ადგილსამყოფელი დმანისში და მისი ქვის ინდუსტრია“.
  1. ვარლამ თოფურიას სახელობის პრემია  – ფილოლოგიის  მეცნიერებათა  დოქტორ მერაბ ბერიძეს  მონოგრაფიისათვის  – „მესხეთის ტოპონიმია“ (ორტომეული).