კონფერენცია „მწვანე ჰორიზონტები: ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა“

კონფერენცია „მწვანე ჰორიზონტები: ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა“

  • ნოემბერი 9, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 85

აკადემიკოს სერგი დურმიშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

მწვანე ჰორიზონტები: ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გარემოს ჯანმრთელობა

 

თბილისი

27 თებერვალი, 2026 წელი

 

კონფერენცია ფოკუსირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების, მათი დაცვის, ინფექციური დაავადებებისა და პარაზიტების, ნარჩენების მართვის თანამედროვე ეკოლოგიურ მეთოდებზე, გარემოს მდგრადობასა და ეკოლოგიურ ინოვაციებზე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო ენა  –  ქარ­თუ­ლი

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი, ქ. თბილი­სი, რუსთაველის გამზ., 52

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე  (g.khatisashvili@agruni.edu.ge ან g.japoshvili@agruni.edu.ge) უნდა წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ანკეტა (ფორმა ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან) – უნდა გამოაგზავნოთ 2025 წლის 1 დეკემბრამდე;

ან დარეგისტრირდით ბმულზე: ონლაინ-რეგისტრაცია

 

  • საკონფერენციო თეზისების ელექტრონული ვერსია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) – 2026 წლის 1 თებერვლამდე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

თეზისის წარმომდგენი ავტორის ასაკი – 45 წლამდე.

ერთი ავ­ტო­რის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თეზისების რა­ო­დე­ნო­ბა არა უმე­ტეს 2-ისა.

 

თეზისები დაიბეჭდება, კრებულს მიენიჭება ISBN. კონფერენციის კრებულის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება აკადემიის ვებგვერდზე.

 

კონფერენციის ორგანიზატორები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება

 

საორგანიზაციო-სამეცნიერო კომიტეტი

თავმჯდომარე – აკადემიკოსი გ. კვესიტაძე

წევრები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თ. სადუნიშვილი;

აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: გ. ნახუცრიშვილი, გ. ხატისაშვილი, გ. ჯაფოშვილი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი მ. გრიგოლავა

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

გია ხატისაშვილი g.khatisashvili@agruni.edu.ge

გიორგი ჯაფოშვილი g.japoshvili@agruni.edu.ge

                                       

მოთხოვნები თეზისების გაფორმებისათვის

  • თეზისები წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იყოს A4 ფორ­მატ­ზე ტექ­სტურ რე­დაქ­ტორ Word-ში;
  • არე­ე­ბი: ზე­და – 20 მმ;  მარ­ცხე­ნა – 30 მმ;  მარ­ჯვე­ნა – 20 მმ; ქვე­და – 20 მმ;
  • გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შრიფ­ტი: ქარ­თუ­ლი Sylfaen. ინ­გლი­სუ­რი Ti­mes New Ro­man. სტრი­ქონ­თა­შო­რი­სი ინ­ტერ­ვა­ლი – 1;
  • თეზისების მოცულობა: ერთი ინტერვალით წარმოდგენილი 1 გვერდი. შესაძლებელია შეიცავდეს ერთ ცხრილს ან სურათს/სქემას;
  • ფორ­მუ­ლე­ბი მომზადებული უნ­და იყოს ფორ­მუ­ლე­ბის რე­დაქ­ტორ Equ­a­ti­on-ში;
  • სა­ი­ლუს­ტრა­ციო მა­სა­ლე­ბი ტექ­სტში ჩას­მუ­ლი ­უნ­და იყოს JPEG ან BMP ფორ­მა­ტით;
  • პირ­ველ სტრი­ქონ­ზე უნ­და და­ი­ბეჭ­დოს თეზისის სა­თა­უ­რი (13 Pt, Bold);
  • სტრი­ქო­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით – ავ­ტორ(ებ)ის გვა­რი და ინი­ცი­ა­ლე­ბი (12 Pt, Bold);
  • მომ­დევ­ნო სტრი­ქონ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა (11 Pt, Bold, სტა­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას აღ­ნიშ­ვნა 1, 2, და ა.შ.);
  • სტრი­ქო­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით – თეზისის ტექსტი – 11 Pt;
  • სტრი­ქო­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით – მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა – (10 Pt, Bold);
  • სტრი­ქო­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით – გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გაფორმდეს APA სტილით (10 Pt);
  • თეზისების ელექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სიის ფა­ილს უნ­და ეწეროს პირ­ვე­ლი ავ­ტო­რის გვა­რი;

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ან კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კის შე­უ­სა­ბა­მო თეზისები არ მიიღე­ბა.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულებიდან:

ქართული თეზისებისათვის

ინგლისური თეზისებისათვის