ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 27, 2025

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით „სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის პრევენცია და მისი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე“, წარსდგა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა სოფლის მეურნეობათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ბიძინა კორახაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში  ცვლილებები შეიტანა,  რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა და  ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ნინო ჩხობაძემ, აკაკი ფანჩულიამ, ეკატერინე ჟღენტმა, როზა ლორთქიფანიძემ, ზაურ ჩანქსელიანმა, ნინო უტიაშვილმა, რიმა ბერიაშვილმა.