აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი გამოცემა „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი გამოცემა „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“

  • ივნისი 6, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, გამოიცა ნაშრომი „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“.

ტრანსპორტი  ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებელი პირობა არის.

ტრანსპორტი – ეს ის დარგია, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვებს აწარმოებს  მოსახლეობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლას, საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს.

თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობისა და ადამიანების საცხოვრებელ ადგილებთან და ბიოლოგიურ გარემო ობიექტებთან ახლოს ყოფნის გათვალისწინებით, მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ხდება. ეს პრობლემა  ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველ განხილვას მოითხოვს. ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების ფიზიკური ფაქტორები,  ელექტრომაგნიტური გამოსხივება და ხმის ტალღები, რადიაციული დაბინძურება და იმპულსური გამონაბოლქვი  ეს ყოველივე-დაუყონებლივ დამცავ და პრევენციულ ღონისძიებების გადაუდებელ აუცილებლობას იწვევს.

ეს წიგნი მცდელობაა, იმისა რომ განაზოგადოს მსოფლიო გამოცდილება და მასზე დაყრდნობით, საგზაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზები მოიძიოს. მოსახლეობის გაზრდილი მობილურობა და გადაზიდვების მოცულობის ზრდა  ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების შექმნას  და შესაბამისად, მათი მოწყობის ახალი მიდგომების მოძიებას საჭიროებს.