საპატიო თბილისელების დაჯილდოება – 2026
- ოქტომბერი 6, 2026
2026 წლის 4 ოქტომბერს, „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 მოქალაქე დააჯილდოვა. ტრადიციისამებრ, დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო თბილისელებს ქალაქის სიმბოლური გასაღები და საპატიო სიგელები თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, გადასცა.
დაჯილდოებულთა შორის არიან კულტურის, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საპატიო თბილისელის საპატიო წოდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხუთ წევრს მიენიჭა. ეს მაღალი აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების სფეროში მათი მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობის მნიშვნელობას, აგრეთვე მათ განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტიალურ ცხოვრებაში.
საპატიო თბილისელის წოდებით დაჯილდოვდნენ:
- რამაზ ხუროძე – ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი 1993-2006 წლებში;
- ვლადიმერ (ლადო) პაპავა – ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2013–2016 წლებში;
- რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 1992-2005 წლებში;
- ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
- გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 2017 წლიდან – საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოსებს რამაზ ხუროძეს, ვლადიმერ პაპავას, რამაზ ხეცურიანს, ლევან ჯაფარიძესა და წევრ-კორესპონდენტ გიორგი ალიბეგაშვილს ამ მაღალ საზოგადოებრივ აღიარებას და უსურვებს მათ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და შემდგომ წარმატებებს!




