აკადემიის წევრთა არჩევნები

აკადემიის წევრთა არჩევნები

  • სექტემბერი 9, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონ­დენტთა ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში:

სპეციალობა ვაკანსია
მათემატიკა 1
გეოლოგია 1
ბიოლოგია 1
რადიოლოგია 1
არქეოლოგია 1
ქართული ენა და ლიტერატურა 1

წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები

სპეციალობა ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობები 1
მეღვინეობა 1

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეც­ნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკო­სობის) კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს); ავტორიზებულ საჯარო, კერძო უმაღლეს საგანმანათ­ლებლო დაწესებულებას (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით); საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას (სამეც­ნიერო საბჭოს გადაწყვეტი­ლებით).

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კანდი­დატთა წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს), წევრ-კორესპონდენტს; ავტორიზებულ საჯარო, კერძო უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებულებას (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით); საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტი­ლებით).

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადე­მიკოსობის) და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემ­პლარად):

  • აკადემიკოსობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადე­მი­­კოსების), ხოლო წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილი წევრ­ების ან წევრ-კორსპონდენტების წარდ­გინება (დედანი), დამოწ­მებული წარმდგე­ნის ხელ­მო­წერითა და სველი ბეჭდით, ან ავტორიზებული საჯარო, კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (აკადემიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით); საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებულების (სამეც­ნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) წარდგი­ნება (დედანი, დაბეჭ­დილი ტიტულოვან ბლანკზე) სათანადო დასაბუ­თებით, დამოწ­მებული წარმ­დგენის ხელმოწერითა და დაწესე­ბულების სველი ბეჭდით;
  • ფერადი ფოტო 4/6;
  • მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტა­რი­ულად);
  • მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
  • ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი სრული ფორმით (უცხოეთში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
  • კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება დარგის სპეცია­ლისტის მიერ;
  • კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (საჭიროების შემ­თხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის ნამდვილი წევ­რო­ბის (აკადემიკოსობის), წევრ-კორეს­პონდენტობის კანდი­და­ტთა მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვ­ნულ აკადე­მიაში 2026 წლის 14 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვ­ნული აკადემია (ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარ­ტამენტი, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86; მობ.: 599-51-00-07; 577 40-61-51). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) გამოქვეყნდება საქარ­თვე­ლოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www.science.org.ge).

კანდიდატის CV და ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ მისამართზე hr@science.org.ge.

შენიშვნა:     დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა  დეპარტამენტში