საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა საერთაშორისო-სამეცნიერო VII კონგრესი გაიმართა
- სექტემბერი 28, 2026
22-24 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლა საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს (ICELIS 2026), რომელიც მიეძღვნა აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს.
კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი, კონგრესის გენერალური კოორდინატორი, დოქტორი ადემ სონმეზი, კონგრესის მედიატორი, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) წევრი, პროფესორი სეზაი ერჯიშლი, კონგრესის სპიკერი, პროფესორი ალი ბოზბეი (TOBB უნივერსიტეტი).
კონგრესის შესახებ ინფორმაცია სრულად.





















