აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

  • ოქტომბერი 24, 2026

2026 წლის 12-17 ოქტომბერს ქ. მარსელში (საფრანგეთი) ოფოციალური მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.

მარსელის კონგრეს ცენტრში 2026 წლის 12 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის ეგიდით ორგანიზებული 26-ე მსოფლიო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობდა 80 ქვეყნის 1100 მეტი დელეგატი, 14 მინისტერიალისა და 195 სამეცნიერო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საერთაშორისო კონგრესი მუშაობდა 7 სექციის სახით.

აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი კონგრესის წინაშე წარსდგა  ორი მოხსენებით:

  1. ევროპის სექცია – ,,წყლის რესურსების ინტეგრარული მართვა და უსაფრთხოება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“;
  2. აზიის სექცია – ,,ირგიაციის, დრენაჟისა და ნიადაგის ეროზიის რისკის პროგნოზი კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით;

კონგრესის ბოლო დღეს 17 ოქტომბერს გაიმართა ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტობის ვაკანსიაზე კონგრესმა მოუსმინა 2 კანდიდატს: პროფესორ ცუგიხირო ვატანაბეს (იაპონია) და ირინა ბონდარიკს (რუსეთი), ხოლო ვიცე-პრეზიდენტის 3 ადგილზე კონგრესმა მოუსმინა 6 კანდიდატს: პროფესორ ვუ ვენიონგს (ჩინეთი), ბ-ნ იაგეშ პაიჩანგარს (ინდოეთი), პროფესორ ნარგეს ზოჰრაბის (ირანი), ინჟინერ ჯანაკი მეეგასტტენას (შრი-ლანკა), ბ-ნ იუნგიოს ნეამსუბს (ტაილანდი), პროფ. მუჰამედ კულატს (თურქეთი) და პროფ. გოდენ მაბაიას (ზიმბაბვე).

საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, როგორც 26-ე კონგრესის დელეგატი  ფარულ არჩევნებში საქართველოს სახელით მონაწილეობდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებში.

ხმათა უმრავლესობით კონგრესის დელეგატებმა ირიგაციის და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტად 3 წლის ვადით აირჩიეს პროფესორი ცუგიხირო ვატანაბე (იაპონია), ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად კი პროფესორ ვუ ვენიონგი (ჩინეთი), პროფესორ ნარგეს ზოჰრაბი (ირანი), პროფ. მუჰამედ კულატი (თურქეთი).

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის კონგრესის დელეგატების გადაწყვეტილებით მორიგი 27-ე საერთაშიორისო კონგრესი გაიმართება 2027 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქ. სანიაში (ჩინეთი).