Address

Contact Information

T: (032) 295 27 75

@: @

ბექაია გურამ

წევრ-კორესპონდენტი

ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

სამეცნიერო ინტერესების სფეროები

თეორიული მედიცინა: ქცევათმეცნიერების საკითხები; ნათხემისა და დიდი ტვინის ურთიერთობა: ნათხემის როლი თავის ტვინის
ინტეგრაციულ მოქმედებაში; ტკივილისა და ანალგეზიის ცენტრალური მექანიზმები (ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროქიმიური, ნეიროფარმაკოლოგიური); აგრესიის ნეიროფიზიოლოგიური, ნერვული და ნეიროენდოკრინული მექანიზმები; თავის ტვინის ელექტრულ გამოვლინებათა, სისხლის მიმოქცევისა და მორფოლოგიური ცვლილებების თავისებურებები სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ნივთიერებათა ზეგავლენით და გამოწვეული პათოლოგიების პირობებში. უკანასკნელ წლებში აწარმოებს ინტენსიურ გამოკვლევას  უნარშეზღუდული ბავშვების (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრული დამბლა და
სხვ.) ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მიზნით რაიტთერაპიის (ცხენოსნობით მკურნალობის) პირობებში.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2024

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1991

    პროფესორი

  3. 1990

    დოქტორი

    ლ. ორბელის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ერევანი
  4. 1959

    კანდიდატი

  5. 1954-1957

    ასპირანტი

    ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

სამუშაო გამოცდილება

  1. 2014 - დღემდე
    მეცნიერ-კონსულტანტი
    ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  2. 2005-2014
    სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილების უფროსი
    ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  3. 1981-1999
    დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში
    ფიზიოლოგიის ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2007
    ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
    სამეცნიერო შრომების ციკლისთვის „ნათხემისა და შუამდებარე ტვინის ურთიერთმოქმედება და მათი როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში“.