მისამართი

შ. რუსთაველის გამზირი №52, თბილისი - 0108

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299 64 45

@: gamkrelidze77@gmail.com

გამყრელიძე ერეკლე

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს: სტრუქტურული გეოლოგია და გეოტექტონიკა; სტრუქტურული გეოლოგია და ტექტონიკური სტრუქტურების ფორმირების მექანიზმი; შარიაჟების მორფოლოგიურ – კინემატიკური თავისებურებები და გენეზისი; ხმელთაშუა ზღვის (ალპურ–ჰიმალაიური) კოლიზიური ოროგენული სარტყლის გეოდინამიკური ევოლუცია და პალეოტექტონიკური რეკონსტრუქციები; ლოთოსფეროს და დედამიწის ქერქის ჰორიზონტალური ტექტონიკური განშრევება და მაგმური და მეტამორფული ქანების ფორმირების გეოდინამიკური პირობები; კავკასიის და მოსაზღვრე რეგიონების ტერეინული ანალიზი.

ყველა ამ მიმართულებით კვლევები 45–ზე მეტი წლის განმავლობაში ტარდებოდა ფილების ტექტონიკის თეორიის საფუძველზე. შედეგები ქვეყნდებოდა პერიოდულ ჟურნალებში და მონოგრაფიების სახით. ისინი სინთეზირებულ იქნა აგრეთვე საქართველოს გეოლოგიურ (2003) და ტექტონიკურ (2013) ციფრული რუკებზე 1:500 000 მასშტაბში.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა  –  200-ზე მეტი

უმაღლესი განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება:

  1. 1988

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  2. 1985

    პროფესორი

  3. 1983

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  4. 1974

    გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

    საქ. მეცნ. აკად. გეოლოგიური ინსტიტუტი
  5. 1963

    გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

    საქ. მეცნ. აკად. გეოლოგიური ინსტიტუტი
  6. 1958-1961

    ასპირანტი

    საქ. მეცნ. აკად. გეოლოგიური ინსტიტუტი
  7. 1951-1956

    უმაღლესი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 1988-2023
    აკადემიკოს-მდივანი
    საქართველის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება
  2. 1975-დღემდე
    ხელმძღვანელი
    ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი - ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილება
  3. 1966-1975
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნ. აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტი
  4. 1961-1966
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნ. აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტი
  5. 1957-1958
    ლაბორანტი
    თბილისის სახ. უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრა

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2018
    საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2008
    ა. თვალჭრელიძის სახელობის პრემია
  • 1998
    საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1988
    სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
  • 1986
    ა. ჯანელიძის სახელობის პრემია
  • 1984
    XXVII საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის საპატიო დიპლომი და ვერცხლის ნიშანი
  • 1976
    საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის საპატიო დიპლომი