მითაგვარია ნოდარ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
ფიზიოლოგია. თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის მარეგულერებელი მექანიზმების ფუნქციონირება და მათი დარღვევები.
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1. თავის ტვინის სისხლით მომარაგების მარეგულირებელი მექანიზმების ფუნქციონირების ექსპერიმენტული კვლევა და ანალიზი ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში.
2. ონკოლოგიურ კლინიკაში გამოყენებადი ლოკალური და მთელი სხეულის ჰიპეთერმიით მკურნალობის თერაპიული ეფექტის და მისი დარღვევის ფიზიოლოგიური მექანიზმების კვლევა.
3. ოქსიდაციური სტრესის და მის მიერ გამოწვეული ჰორმეზისის ფენომენის მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმების და მათთან კორელირებული თავისუფალი რადიკალების დუალური (დადებითი და უარყოფითი) მოქმედების ექსპერიმენტული კვლევა და ანალიზი.
პუბლიკაციები: 3 სამეცნიერო მონოგრაფია; 4 სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი სტატია და აბსტრაქტი, გამოქვეყნებული ქართულ, რუსულ და ინგლისურ პერიოდულ გამოცემებსა და შრომათა კრებულებში.