ქევანიშვილი ზურაბ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ადამიანის სმენის სისტემის ფუნქციის და დისფუნქციის პრეციზიული ანალიზი. კვლევათა კომპლექსში შიგნითა ყურის აკუსტიკური და სმენის ცენტრალური გზის ელექტრული ფენომენები არიან პარალელურად ჩართულნი. თანამედროვე გამასაშუალებელი ტექნიკური საშუალებებით ოტოაკუსტიკური ემისიების და სმენის გამოწვეული პოტენციალების მახასიათებლების შესწავლა წარმოებს. კერძოდ, ნორმალური სმენის ინდივიდებში მიღებული მონაცემები სმენადაქვეითებულთა დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესებში პოულობს გამოყენებას. ობიექტურ კრიტერიუმთა მოხმობით, სმენადაქვეითებულების კონტინგენტი სასმენ აპარატთა და კოხლეარულ იმპლანტთა პოტენციურ მომხმარებლებად დიფერენცირდება. სამეცნიერო ინტერესების ნუსხაში ქვეყნის მასშტაბით ახალშობილთა სმენის მასობრივი სკრინინგიც არის წარმოდგენილი. აუდიოლოგიური პათოლოგიების უარყოფითი დინამიკის პრევენციას, ჰაბილიტაციის/რეჰაბილიტაციის პროცესების მეცნიერულად დასაბუთებულ ოპტიმიზაციას ექცევა შერჩევითი ყურადღება.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 385 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და რამოდენიმე ბუკლეტი.