ქემერტელიძე ეთერ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფერო: სხვადასხვა ქიმიური კლასის მცენარეულ ბოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლინება, შესწავლა, ქიმიური სტრუქტურების დადგენა, ანალიზის მეთოდების შემუშავება; ფარმაკოლოგიურად ეფექტურ ნივთიერებათა ტექნოლოგიების დამუშავება; კანონზომიერი ურთიერთდამოკიდებულების დადგენა ქიმიურ სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას შორის; ორიგინალური სამკურნალო და სხვა დანიშნულების პრეპარატების შექმნა; ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაცია გაუმჯობესებული თვისებების, ანდა ახალი ეფექტურობის მქონე პრეპარატების მისაღებად.
ეთერ ქემერტელიძის მიერ (მოწაფეებთან ერთად) შემუშავებული 22 ორიგინალური სამკურნალო საშუალება, იშვიათი ბიოქიმიური რეაქტივი და სხვა უკვე გამოიყენება პრაქტიკაში.
გამოქვეყნებული აქვს 565 სამეცნიერო ნაშრომი, 9 მონოგრაფია, მიღებული აქვს 84 საავტრორო მოწმობა და პატენტი, ავტორია 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის.