ჭელიძე თამაზ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ექსპერიმენტული და თეორიული კვლევა არაერთგვაროვანი სხეულების ფიზიკაში ქანების, ბიოობიექტების, მარცვლოვანი და კოლოიდური ობიექტების ჩათვლით; ეკოგეოფიზიკა; ზედაპირული ფიზიკა-ქიმიური პროცესები; საძიებო და საინჟინრო გეოფიზიკა; არქეოგეოფიზიკა; ჰიდროგეოფიზკა; გეოთერმია; დრეკადობა და სეისმურობა; რღვევის სტატისტიკური ფრაქტალური მოდელები; არაწრფივი დინამიკა გეოფიზიკაში; მიწისძვრების ფიზიკა; სეისმური პროცესის ტრიგერირება და სინქრონიზაცია; ხახუნის და სტიკ-სლიპის ფიზიკა; სეისმური საშიშროების და სეისმური რისკის შეფასება; მიწისძვრების პროგნოზი; მიწისქვეშა წყლების სეისმოჰიდრავლიკა; მულტი-რისკები, კატასტროფების რისკების შემცირება, ადრეული შეტყობინების სისტემები.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორი ან თანაავტორი.