მისამართი

შარტავას 44, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 299-87-03

@: lmelikishvili@hotmail.com

მელიქიშვილი ლიანა

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ეთნოლოგია, საზოგადოებაში მიმდინარე ეთნიკური პროცესების კვლევა, რაც მოიცავს  საზოგადოების განვითარების და  სახელმწიფოს უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტების, ეთნოპოლიტიკის, ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის, ერთაშორის ურთიერთობების, სამოქალაქო საზოგადოების, ეთნოკონფლიქტების, რელიგიის, ტრადიციის და კულტურის საკითხებს, რომლის აქტუალობას განსაზღვრავს გარდამავალ ეტაპზე საზოგადოებაში მიმდინარე კარდინალური ცვლილებები და   საქართველოს სასაზღვრო ზოლის მწვავე პრობლემები. კვლევა მე-XX საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული მეცნიერების (ეთნოლოგიის) თეორიული კვლევის პროგნოზირებადი ევროპული მიმართულებით  ხორციელდება; მეცნიერული ძიებანი „ღია და დახურულ საზოგადოებათა“ ურთიერთმიმართების პრობლემასთან დაკავშირებით, სადაც ადამიანი და საზოგადოება მთლიანობაში შეისწავლება; საბჭოთა ეთნოგრაფიისთვის არატრადიციული საკითხების (ტოლერანტობა, იდენტობა, ქსენოფობია, ღირებულებები და სხვ.) კვლევა.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 150-მდე  სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, 34 მონოგრაფიის, წიგნის და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.

 

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2023

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2001

    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

  4. 1984

    ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

  5. 1960-1965

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2023 - დღემდე
    აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება
  2. 2003 - დღემდე
    სამეცნიერო ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
    კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
  3. 1995-2002
    სამეცნიერო ხელმძღვანელი
    მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი
  4. 1992-1994
    წამყვანი სპეციალისტი
    ადამიანთა და ნაციონალური უმცირესობის უფლებათა დაცვის კომიტეტი
  5. 1990-1992
    უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი
  6. 1960-2005
    მთავარი სპეციალისტი, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, ეთნოკონფლიქტების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2001
    ღირსების ორდენი
  • 1996
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია
    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი