ჯაფარიძე ლევან
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ქანების და მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა; ნაგებობებათა გაანგარიშება გრავიტაციული, ტექნოლოგიური, ტექტონიკური, მიწისძვრის და აფეთქების სეისმური, და სხვა წარმოშობის სტატიკურ და დინამიკურ ზემოქმედებებზე; ბუნებრივი და კომპოზიტური მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პრობლემები; სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, სამხედრო და სხვა დანიშნულების გვირაბების ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების ანალიზური მეთოდები და კომპიუტერული პროგრამები; წიაღისეულ საბადოთა რაციონალური მოპოვების და გადამუშავების სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები; მეწყერსაშიში უბნების გრავიტაციული და სეისმური ზეგავლენების მიმართ მდგრადობის შეფასების და მისი უზრუნველყოფის გეოტექნიკური მეთოდების განვითარება და გამოყენება.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 130 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოს და 5 გამოგონების ავტორი.