ჯაფარიძე შოთა
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: პროფესორ შოთა ჯაფარიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ეძღვნება ოტორინოლარინგოლოგიის პრობლემურ საკითხებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ყურის რეკონსტრუქციული ქირურგიის დონე ზოგიერთი პათოლოგიის დროს ვერ წყვეტდა სმენის დაქვეითების პრობლემას, მან შექმნა მექანოპროტეზირების საკუთარი მეთოდი მრგვალი სარკმლის ეკრანირების მეშვეობით. მის მიერ საქართველოში დაინერგა მთელი რიგი სიახლეები, როგორიცაა სმენის ორგანოს მექანოპროტეზირება, ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია, ოტოსკლეროზის დროს ნაკლებ ინვაზიური სტაპედოტომიის მეთოდი, შუა ყურის რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მეთოდები. განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ მის მიერ 1999 წელს კავკასიაში პირველად დაინერგა კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია სრული სიყრუისა და ყრუმუნჯობის დროს. შემუშავდა ამ ოპერაციის დროს სახის ნერვთან უსაფრთხო მიდგომის მეთოდი სახის ნერვის მონიტორის გამოყენების გარეშე.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 57 სამეცნიერო შრომის, 4 გამოგონების და 1 მონოგრაფიის ავტორი.