მისამართი

მ. თამარაშვილის 6, თბილისი - 0186

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 233 42 17

@: kvinikhidze@hotmail.com

კვინიხიძე ალექსანდრე

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

ფიზიკა, ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაების და ბირთული ფიზიკა.

ძირითადი მიმართულებაა ველის კვანტური თეორიის ფარგლებში  ადრონების და ბირთვების სტრუქტურის და მათ შორის ურთიერთქმედებების შესწავლა.

ძლიერი ურთიერთქმედების თეორიის ასიმპტოტური თავისუფლების თვისება იძლევა შეშფოთების თეორიის გამოყენების საშუალებას მაღალი ენერგიების აღწერაში, მაგრამ ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორიც არის სიმეტრიის სპონტანური დარღვევა, კვარკების დატყვევება, ფერადი ზეგამტარობა და ა.შ. საჭიროებს  არა-პერტურბატული მეთოდების გამოყენებას. ჩვენი კვლევების დიდი ნაწილი ასეთი მეთოდების ველის კვანტური თეორიის ფარგლებში განვითარებას და გამოყენებას ეხება.

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ველის კვანტური თეორია; კვანტური ქრომოდინამიკა; ველის ეფექტური თეორია; დენები და ყალიბური ინვარიანტობა; მრავალი ნაწილაკის პრობლემა; კვარკები და ადრონები ცხელ და მკვრივ გარემოში.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 70-ზე მეტი

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2021

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2002

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი

  4. 1967

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2006 - დღემდე
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
  2. 2002-2006
    წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
  3. 2005
    მიწვეული პროფესორი
    ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტი
  4. 2002-2003
    მიწვეული პროფესორი
    ფლინდერსის (ავსტრალია) უნივერსიტეტი
  5. 1999-2001
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტი
  6. 1995-1999
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    ფლინდერსის (ავსტრალია) უნივერსიტეტი
  7. 1993-1994
    მიწვეული პროფესორი
    ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტი
  8. 1976-2002
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
  9. 1973-1976
    მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი