ნადარაია ელიზბარ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დაკვირვებათა განაწილების კანონის ფუნქციონალური მახასიათებლების არაპარამეტრულ შეფასბათა თეორია, რაც კერძოდ, გულისხმობს: A. ალბათური განაწილების სიმკვრივის თანამედროვე არაპარამეტრული შეფასებათა თეორიას; B. რეგრესიის ფუნქციის თანამედროვე არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიას (B თეორიას საფუძველი ჩაეყარა ერთდროულად (1964) საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში). კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს A და B თეორიაში გასული საუკუნის 60-იან წლებიდან დღემდე მიღებული ფუნდამენტური შედეგები: მაგალითად ა) A და B-ში აგებული შეფასებათა ალბათობით კრებადობა ძირითად ფუნქციონალურ სივრცეთა მეტრიკით, ბ) აგებულ შეფასებათა მაქსიმალური და ინტეგრალური გადახრების ზღვარითი განაწილების მოძებნის მეთოდიკა, ნდობის არეებისა და სხვადასხვა სახის სტატისტიკური ჰიპოთეზათა შემოწმების ახალი კრიტერიუმების აგება. ამჟამად ჩვენი კვლევების ძირითადი მიზანია განაწილების სიმკვრივის გულოვანი ტიპის შეფასებების გამოყენებით ერთგვაროვნების ჰიპოთეზის შემოწმების პრობლემის გადაწყვეტა მრავალი დამოუკიდებალი შერჩევათა სერიის შემთხვევაში; განაწილების სიმკვრივის გარკვეული რეკურენტული შეფასებების კვადრატული გადახრის ზღვარითი განაწილების მოძებნა და მისი გამოყენება სტატისტიკაში. A და B თეორიაში მიღებული შედეგების გამოყენება წარმატებით ხდება ფინანსურ მათემატიკაში, მედიცინაში, ეკონომიკაში და ა. შ.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 120-ზე მეტი.