მისამართი

გ. დანელიას 10, თბილისი - 0186

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 599 17 27 75

@: anzorkhelashvili@hotmail.com

ხელაშვილი ანზორ

წევრ-კორესპონდენტი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების მთავარი სფეროა ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და ველის კვანტური თეორია, აგრეთვე კვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრობლემები. ნაშრომები გამოქვეყნებულია შემდეგი მიმართულებებით:

კვანტური ქრომოდინამიკა და სტანდარტული მოდელი, მრავალი ნაწილაკის პრობლემები – ფადდეევის ტიპის ალტერნატიული განტოლებები, გაფანტვის თეორია, არაწრფივი მოვლენების ფიზიკა – სოლიტონები, ინსტანტონები, მონოპოლები და სხვა ტოპოლოგიური წარმონაქმნები, სკირმის მოდელი, კირალური შეშფოთების თეორია. სპინიანი ნაწილაკებისთვის ბმული მდგომარეობის და გაფანტვის  განტოლებები ველის კვანტურ თეორიაში, კვარკ-ანტიკვარკების ბმული მდგომარეობების შესწავლა, კვანტური ველების ტოპოლოგიური მოდელები, სიმეტრიების თეორია, კვანტურ მექანიკაში რადიალური ტალღური ფუნქციისათვის სასაზღვრო პირობების დადგენა, კვარკებს შორის კონფაინმენტის პოტენციალის მიღება და გამოყენებანი. სპინის ფიზიკა და პოლარიზაციული მოვლენები ღრმად არადრეკად პროცესებში.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 126

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 1997

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  2. 1989

    პროფესორი

  3. 1983

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი

  4. 1967

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი

  5. 1962-1965

    ასპირანტი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბგგი (დუბნა)
  6. 1957-1962

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2010 - დღემდე
    მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
    თსუ, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი
  2. 2009 - დღემდე
    სრული პროფესორი
    საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  3. 2006-2010
    სრული პროფესორი
    თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  4. 1995-2006
    კათედრის გამგე
    თსუ, ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრა
  5. 1986-1995
    კათედრის გამგე
    თსუ, ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრა
  6. 1981-1986
    ლაბორატორიის გამგე
    მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, ველის კვანტური თეორიის ლაბორატორია
  7. 1973-1981
    განყოფილების გამგე
    თსუ ფიზიკის ფაკულტეტის მაღალი ენერგიების პრობლემური სამეცნიეროკვლევითი ლაბორატორიის ელემენტარულ ნაწილაკთა თეორიის განყოფილება
  8. 1969-1973
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    თსუ, ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-საკვლევი ლაბორატორია
  9. 1965-1969
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
    თსუ, ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-საკვლევი ლაბორატორია

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2010
    ილია ვეკუას სახელობის სამეცნიერო პრემია
  • 2009
    საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში
  • 2005
    ივანე ჯავახიშვილის ოქროს მედალი
  • 2002
    ფრიდრიხ ნანსენის საერთაშორისო ფონდის ოქროს მედალი
  • 1998
    ღირსების ორდენი
  • 1983
    პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია