მისამართი

რუსთაველის 52, თბილისი - 0108

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299-94-22

@: khurodzeramaz@yahoo.com

ხუროძე რამაზ

აკადემიკოსი

ვიცე-პრეზიდენტი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ა) მართვის მრავალელემენტიანი დარეზერვებული აღდგენადი სისტემების საიმედოობრივი დაგეგმვის საკითხები. საკვლევი ობიექტის მათემატიკური მოდელირების საჭიროებისათვის აგებულია მასობრივი მომსახურების ჩაკეტილი სისტემები. განიხილება მათი აგებისა და კვლევის ახალი ტექნოლოგია მარკოვის ანალიზური, ეკონომიკური და კომპიუტერული მოდელების გამოყენებით.

ბ) ხელოვნური ინტელექტის ამოცანები.

ნეირონული ქსელების გამოყენება სახეთა ამოცნობის პროცესისათვის. მოცემული სას­წავლო ნაკრების რეალიზაციისთვის ნეირონების პარამეტრების, წონითი კოეფიციენტების, გადაწყვეტილების მიმღები წესის ფორმირება. სხვადასხვა პროგრამული პლატფორ­მებისთვის აქტივაციის ფუნქციის შერჩევა.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 15 მონოგრაფია, 88 სამეცნიერო სტატია, 13 სახელმძღვანელო

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2019

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2001

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  3. 1997

    ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

  4. 1993

    პროფესორი

  5. 1975

    ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

  6. 1972-1975

    ასპირანტი

    სსრკ აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტი
  7. 1961-1966

    უმაღლესი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2023 - დღემდე
    ვიცე-პრეზიდენტი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2019-2023
    აკადემიის აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2018-2019
    აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  4. 2006 - დღემდე
    სრული პროფესორი, ცენტრის ხელმძღვანელი
    სტუ, პროფესიული განვითარების ცენტრი
  5. 1993-2006
    რექტორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  6. 1991-2017
    სრული პროფესორი
    სტუ, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი
  7. 1991-1993
    პრორექტორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  8. 1987-1988
    მინისტრის პირველი მოადგილე
    საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტრო
  9. 1988-1991
    მინისტრის მოადგილე
    საქართველოს განათლების სამინისტრო
  10. 1986-1987
    განყოფილების ხელმძღვანელი
    საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილება
  11. 1982-1986
    განყოფილების ინსტრუქტორი
    საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების და სასწავლო დაწესებულებების განყოფილება
  12. 1981-1982
    განყოფილების ხელმძღვანელი
    მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერული გამოკვლევების ავტომატიზაციის განყოფილება
  13. 1972-1981
    სწავლული მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი ტექნიკის კომისია
  14. 1967-1981
    უმცროსი, უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 1997
    ღირსების ორდენი
  • 1997
    საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში