ქაცარავა რამაზ
აკადემიკოსი
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: პოლიმერების სინთეზის ახალი – “აქტივირებული” და “აქტივირებულ-სილილური” პოლიკონდენსაციური მეთოდების შექმნა, “სილილური” და „კლიკ“ პოლიკონდენსაციების განვითარება. პოლიკონდენსაციის ახალი მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა კლასის ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების (პოლიამიდები, პოლიესტერები, პოლიურეთანები, პოლიშარდოვანები, პოლიჰტეროარილენები და ა.შ.) სინთეზი. ბუნებრივი და არატოქსიკური საშენი ბლოკების საფუძველზე, როგორებიცაა a-ამინომჟავები, a-ჰიდროქსიმჟავები, მაღალი რიგის დიკარბომჟავები და დიოლები ახალი ბიოდეგრადირებადი და ბიოშეთავსებადი (ბიოასიმილირებადი) პოლიმერების (პოლიესტერამიდები, პოლიესტერურეთანები, პოლიშარდოვანები, და მათი თანაპოლიმერები, ფუნქციური, უჯერი და წყალში ხსნადი პოლიმერები, ჰიდროგელები და ა.შ.) – ე.წ. ფსევდოპროტეინების – მიღება და კვლევა. ფსევდოპროტეინების, როგორც განწოვადი ქირურგიული მასალების, წამლის კონტროლირებადი მიმწოდებელი/გამომყოფი სისტემების, ხელოვნური ორგანოების და ა.შ. პრაქტიკული გამოყენება.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 450