მისამართი

დ. აღმაშენებლის მე-13 კმ, თბილისი - 0131

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299-81-30

@: akorakhashvili@yahoo.com

კორახაშვილი ავთანდილ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფეროა აგრო, ბიო, ნანო და საინფორმაციო  ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში. მეცნიერ-მკვლევარის სტატუსით მუშაობდა რუსეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ისრაელში, ავსტრალიაში, გერმანიაში, სირიაში, ხოლო მიწვეულ პროფესორად მოშონმადიაროვარის (უნგრეთი), ოსაკის (იაპონია), ჯორჯიისა და მერილენდის (აშშ), ლუდონგისა და შანდუნის (ჩინეთი) უნივერსიტეტებში. მონაწილეობდა 23 საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო და სამრეწველო-კომერციულ პროექტში. 36 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელია.

საქართველოში და საზღვარგარეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი ნაშრომი, აგრეთვე 6 მონოგრაფია, 18 სახელმძღვანელო, 8 მეთოდური მითითება, 2 პატენტი, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონი და გლოსარიუმი. დამუშავებული აქვს 15 გამოგონება, საქართველოს 5 ადაპტირებული კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგია და კონცეფცია.

დაჯილდოვებულია საშუალო სკოლის დამთავრების ოქროს მედალით, სსრკ კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის მედალით, გაეროს UNESCO-ს კონფუცის ოქროს მედლით, საქართველოს ღირსების ორდენით, მალაიზიის HACCP-ის ოქროს მედალით, საქართველოს „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდებით, დეკაბრელევიჩის სახელობითი პრემიით.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2013

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 1995

    პროფესორი

    საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კათედრის გამგე
  4. 1994

    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

    საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
  5. 1984

    სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი

    საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
  6. 1985-1994

    დოქტორანტურა

    საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
  7. 1979-1984

    ასპირანტურა

    საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
  8. 1966-1971

    უმაღლესი

    საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2022 - დღემდე
    აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება
  2. 1979-დღემდე
    ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, სრული პროფესორი
    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  3. 2001-2014
    ანალიტიკოსი, მენეჯერი, ხელმძღვანელი
    USAID-ის 5 პროექტი
  4. 2011 წლიდან
    მიწვეული პროფესორი
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. 2005 წლიდან
    მიწვეული პროფესორი
    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯიისა და მერილენდის უნივერსიტეტები-აშშ, ოსაკის უნივერსიტეტი-იაპონია, მოშონმადიაროვარის უნივერსიტეტი-უნგრეთი, ლუდონგის და შანდონის უნივერსიტეტები-ჩინეთი
  6. 1992-1994
    პროფესორი
    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აშშ კოლეჯი
  7. 1975-1979
    მთავარი აგროტექნოლოგი
    საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტრო
  8. 1973 -1975
    უბნის უფროსი
    თბილისის საბაზისო სანერგე