სილაგაძე ავთანდილ
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, ეკონომიკური თეორია, ეროვნული ეკონომიკა, პოსტსაბჭოური ქვეყნების ეკონომიკა, გლობალური ეკონომიკა, ევროკავშირის ეკონომიკა. კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს: დაგროვილი საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც საფუძვლად დაედო ცალკეული ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს; მიმდინარე გლობალური ინტეგრაციული პროცესები; ეკონომიკურ თეორიისადმი მოდერნიზებული მიდგომები; ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში მიღწეული შედეგები-პერსპექტივები; ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის პროგრესი და მისი გათვალისწინება საქართველოში; საქართველოს პოლიტიკური ვექტორი და აქ მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნები, რომლებმაც ქვეყნის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა უნდა უზრუნველყოს.
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი: 200-ზე მეტი, საქართველოში და საზღვარგარეთ (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, მოლდოვურ და სხვ. ენებზე).