კვინიხიძე ალექსანდრე
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
ფიზიკა, ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაების და ბირთული ფიზიკა.
ძირითადი მიმართულებაა ველის კვანტური თეორიის ფარგლებში ადრონების და ბირთვების სტრუქტურის და მათ შორის ურთიერთქმედებების შესწავლა.
ძლიერი ურთიერთქმედების თეორიის ასიმპტოტური თავისუფლების თვისება იძლევა შეშფოთების თეორიის გამოყენების საშუალებას მაღალი ენერგიების აღწერაში, მაგრამ ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორიც არის სიმეტრიის სპონტანური დარღვევა, კვარკების დატყვევება, ფერადი ზეგამტარობა და ა.შ. საჭიროებს არა-პერტურბატული მეთოდების გამოყენებას. ჩვენი კვლევების დიდი ნაწილი ასეთი მეთოდების ველის კვანტური თეორიის ფარგლებში განვითარებას და გამოყენებას ეხება.
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ველის კვანტური თეორია; კვანტური ქრომოდინამიკა; ველის ეფექტური თეორია; დენები და ყალიბური ინვარიანტობა; მრავალი ნაწილაკის პრობლემა; კვარკები და ადრონები ცხელ და მკვრივ გარემოში.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 70-ზე მეტი