ბექაია გურამ
წევრ-კორესპონდენტი
ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
სამეცნიერო ინტერესების სფეროები
თეორიული მედიცინა: ქცევათმეცნიერების საკითხები; ნათხემისა და დიდი ტვინის ურთიერთობა: ნათხემის როლი თავის ტვინის
ინტეგრაციულ მოქმედებაში; ტკივილისა და ანალგეზიის ცენტრალური მექანიზმები (ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროქიმიური, ნეიროფარმაკოლოგიური); აგრესიის ნეიროფიზიოლოგიური, ნერვული და ნეიროენდოკრინული მექანიზმები; თავის ტვინის ელექტრულ გამოვლინებათა, სისხლის მიმოქცევისა და მორფოლოგიური ცვლილებების თავისებურებები სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ნივთიერებათა ზეგავლენით და გამოწვეული პათოლოგიების პირობებში. უკანასკნელ წლებში აწარმოებს ინტენსიურ გამოკვლევას უნარშეზღუდული ბავშვების (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრული დამბლა და
სხვ.) ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მიზნით რაიტთერაპიის (ცხენოსნობით მკურნალობის) პირობებში.