მისამართი

რუსთაველის 52, 0108, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299 61 25

@: giajaparidze@gmail.com

გიორგი ჯაფარიძე

აკადემიკოსი

აკადემიკოს-მდივანი

ბიოგრაფია

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა დაბალი სივრცითი განზომილების მქონე ძლიერ კორელირებულ კვანტური სისტემების თეორია. საკითხის აქტუალობას განსაზღვრავს  უკანასკნელ წლებში ნანოტექნოლოგიის დარგში  მიღწეული წარმატებები, რამაც შესაძლებელი გახადა  სრულიად უჩვეულო თვისებების მქონე ახალი მასალების მიღება და ნანოელექტრონიკაში გამოყენება. ჩვენი თეორიული კვლევების ძირითადი მიზანია ამ ახალ მასალებში ძლიერი კორელაციებით განპირობებული უჩვეულო კვანტური კოოპერატიული თვისებების შესწავლა მათი ნანოელექტრონიკის მოწყობილობებში გამოყენების მიზნით.  სამეცნიერო ინტერესების დეტალური ნუსხა შეიცავს  დაბალგანზომილებიანი ელექტრონული და მაგნიტური სისტემების თეორიას, მაღალტემპერატურულ ზეგამტარობას, ლითონი–იზოლატორი კვანტური ფაზური გადასვლების თეორიას, ტოპოლოგიური კვანტური მასალების თეორიას.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2013

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2001

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  3. 2010

    პროფესორი

  4. 1998

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი

  5. 1983

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი

  6. 1975-1978

    ასპირანტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი
  7. 1970-1975

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე-ტის ფიზიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2019 - დღემდე
    აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება
  2. 2017 - დღემდე
    სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
    ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
  3. 2013 - დღემდე
    კომისიის თავმჯდომარე
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების კომისია“
  4. 2009 - დღემდე
    პროფესორი
    ილიას სახელმჭიფო უნივერსიტეტი
  5. 2005-2009
    მიწვეული პროფესორი
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. 2012 - დღემდე
    მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
    ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მასობრივი განადგურების იარაღის განუვრცელებლობის ხელშემწყობი ცენტრი
  7. 2010-2012
    მეცნიერი თანამშრომელი
    ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
  8. 2005-2010
    განყოფილების გამგე
    ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილება
  9. 2002-2005
    მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი
  10. 1998-2001
    წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი
  11. 1984-1998
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი
  12. 1978-1984
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2013
    ე. ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია ფიზიკაში
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია