მისამართი

ა. ფურცელაძის ქუჩა 3, თბილისი - 0105

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 298-48-11

@: dlordkipanidze@muzeum.ge

ლორთქიფანიძე დავით

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

დავით ლორთქიფანიძეს აქვს 30 წლიანი გამოცდილება არქეოლოგიურ გათხრებისა და ინტერდისციპლინარული კვლევებისა საქართველოში, რუსეთში, უზბეკეთში, კუვეითში გემანიასა და საფრანგეთში. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოწყობილ გამოფენებს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ . გახლდათ ადამიანის ევოლუციის ამსახველი ექსპოზიციების სამეცნიერო კომიტეტის წევრი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში. ხელმძღვანელობს დმანისის საერთაშორისო საველე სკოლას.

გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2018

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2001

    პროფესორი

  4. 2001

    გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი

  5. 1992

    გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

  6. 1986-1991

    ასპირანტი

    გეოგრაფიის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი
  7. 1980-1985

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2005 - დღემდე
    გენერალური დირექტორი
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  2. 2018 - დღემდე
    სრული პროფესორი
    ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. 2004-2005
    დირექტორი
    სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
  4. 2002-2004
    დირექტორის მოადგილე
    სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
  5. 2001- დღემდე
    მიწვეული პროფესორი
    ფერარას უნივერსიტეტი (იტალია), ტარაგონას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  6. 1999-2000
    მიწვეული პროფესორი
    ბუნების ისტორიის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
  7. 1997-2002
    გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების გამგე
    სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
  8. 1992-1997
    უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტი
  9. 1985-1986
    უფროსი ლაბორანტი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2016
    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი, გოეთეს მედალი
  • 2014
    ჰუმბოლდტის პრემია
  • 2011
    საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი
  • 2012
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია პალეობიოლოგიაში
  • 2008
    ლინჩეის ეროვნული აკადემიის ჯილდო „ფაბიო ფრასეტოს“ საერთაშორისო პრიზი, (იტალია)
  • 2006
    საფრანგეთის ღირსების ორდენი
  • 2004
    როლექსის ჯილდო ინიციატივისთვის
  • 2004
    საქართველოს ეროვნული ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში
  • 2002
    საფრანგეთის ორდენი „Palmes Academiques”
  • 2001
    საქართველოს ღირსების ორდენი
  • 2001
    მონაკოს პრინცის პრემია
  • 1997
    საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის