შენგელია დავით
აკადემიკოსი
ბიოგრაფია
სამეცნიერო ინტერესების სფეროები: პეტროლოგია, მინერალოგია, გეოქიმია, იზოტოპური გეოლოგია, გეოდინამიკის საკითხები, რომლებიც მოიცავს: გრანიტწარმოშობის პრობლემებს; მინერალურ თერმობარიმეტრიას; ტექტონიკის როლს რეგიონალური მეტამორფიზმისა და მაგმური ქანების ფორმირების პროცესში; მაგმატიტებსა და მეტამორფიტებში ცვლადი შედგენილობის პარაგენეტული მინერალების წონასწორობას; სხვადასხვა გენეტური ტიპის გრანიტოიდების დიაგნოსტიკურ ნიშნებს; ფილების ტექტონიკის პოზიციიდან გამომდინარე მაგმატიზმისა და რეგიონული მეტამორფიზმის განვითარების გეოდინამიკურ პირობებს; კავკასიის კრისტალინიკუმის მასშტაბურ გეოლოგიურ-პეტროლოგიურ შესწავლას.
გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 180 სამეცნიერო ნაშრომი.