მისამართი

პ. სარაჯიშვილის ქ. # 36. თბილისი - 0159

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995 32) 253 22 82

@: ether_kemertelidze@yahoo.com

ქემერტელიძე ეთერ

აკადემიკოსი

ბიოგრაფია

სამეცნიერო ინტერესების სფერო: სხვადასხვა ქიმიური კლასის მცენარეულ ბოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლინება, შესწავლა, ქიმიური სტრუქტურების დადგენა, ანალიზის მეთოდების შემუშავება; ფარმაკოლოგიურად ეფექტურ ნივთიერებათა ტექნოლოგიების დამუშავება;  კანონზომიერი ურთიერთდამოკიდებულების დადგენა ქიმიურ სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას შორის; ორიგინალური სამკურნალო და სხვა დანიშნულების პრეპარატების შექმნა; ბუნებრივ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაცია გაუმჯობესებული თვისებების, ანდა ახალი ეფექტურობის მქონე პრეპარატების მისაღებად.

ეთერ ქემერტელიძის მიერ (მოწაფეებთან ერთად) შემუშავებული 22 ორიგინალური სა­მკურნალო საშუალება, იშვიათი  ბიოქიმიური რეაქტივი და სხვა უკვე გამოიყენება პრაქტიკაში.

გამოქვეყნებული აქვს 565 სამეცნიერო ნაშრომი, 9 მონოგრაფია, მიღებული აქვს 84 საავტრორო მოწმობა და პატენტი, ავტორია 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 1993

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  2. 1979

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  3. 1977

    პროფესორი

  4. 1973

    ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი

  5. 1953

    ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი

  6. 1948-1951

    ასპირანტი

    თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტი
  7. 1942-1946

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2006 - დღემდე
    განყოფილების გამგე
    ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტეროიდულ ნივთიერებათა განყოფილება
  2. 2006 - დღემდე
    სრული პროფესორი
    საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  3. 1972-2005
    დირექტორი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
  4. 1964-1972
    დირექტორის მოადგილე სამეცნერო დარგში
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი
  5. 1960-2006
    განყოფილების გამგე
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილება
  6. 1951-1960
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტი
  7. 1946-1948
    უფროსი ლაბორანტი
    თბილისის სახ. ფარმაცევტული ინსტიტუტის სამკურნალო საშუალებათა ტექნოლოგიის კათედრა

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2013
    წმიდა გიორგის ოქროს ორდენი
  • 2011
    საქართველოს ქალთა საბჭოს მედალი
  • 2010
    იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია
  • 2004
    საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2000
    მედალი „1900-2000 საუკუნის პიროვნება“ -
    კემბრიჯი, ლონდონი
  • 1997
    ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის ოქროს ფირფიტა
  • 1996
    ღირსების ორდენი
  • 1996
    შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1995
    პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1990
    საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი
  • 1989
    ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედალი
  • 1984
    საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1983
    საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქე
  • 1976
    საპატიო ნიშნის ორდენი